პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა სენაკში მხარდამჭერებს შეხვდა.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს „ქართული ოცნება“ უჭერს, მედიას კიდევ ერთხელ აკრიტიკებს. მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა კანდიდატმა კახეთში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ საქართველოში „ხარვეზიანი მედია“ არის.
სააგენტო „სპუტნიკ ოსეტია“ ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილის ვიდეომასალას ავრცელებს.
საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრისა და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ივანე მერაბიშვილის ოჯახი უცხოელი ექიმების ჩამოყვანას გეგმავს. როგორც ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე მერაბიშვილის ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა, ყოფილი ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსანს, რომელიც მსჯავრდებულია და რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ქართველმა ექიმებმა, დაგვინებული კვლევების გამო, დიაგნოზი ვერ დასვეს, იქნებ, უცხოელმა სპეციალისტებმა დაუსვან დიაგნოზი.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (4 ოქტომბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0039 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ცოტა ხნის წინ სპეციალური ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილებები და ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის წესით შერჩეული სსიპ-ების ხელმძღვანელები წარუდგინა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილებები და ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის წესით შერჩეული სსიპ-ების ხელმძღვანელები წარუდგინა.
ე.წ. მესაზღვრეების მიერ ხურვალეთიდან გატაცებული მაია ოთანაშვილი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა გუშინ, 3 ოქტომბერს ცხინვალის ციხეში მოინახულა. აღნიშნულთან დაკავშირებით წითელი ჯვარი განცხადებას ავრცელებს.
მსიოფლიო ბანის, „სახელმწიფო ხალხისთვის" დაფუძნებლის, პაატა ბურჭულაძის ოჯახი და ადვოკატები პროკურატურას ზეწოლაში ადანაშაულებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.