„ჩემთვის ძნელია კომენტარი გავაკეთო სპეციფიკურ საქმეებზე, რომლის შესახებაც არ ვიცი, მაგრამ ის, რაც ზოგადად შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ჩვენ ვაღიარებთ და მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუსული საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ახალი ხურვალეთიდან სამი მცირეწლოვანი შვილის დედის, მაია ოთინაშვილის გატაცების ფაქტთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად.
სამხედრო პოლიციამ საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ფაქტზე სამი პირი დააკავა. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.
ნატოს გენერალური მდივნმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების მონაწილეობით ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
თავდაცვის მინისტრმა ნატო-საქართველოს კომისიის წევრებს საქართველოში ნატო-საქართველოს ახალი მზადყოფნის ცენტრის შექმნის ინიციატივით მიმართა.
ყოფილი პრემიერის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, ყველა ექიმი შეჯერდა იმაზე, რომ მერაბიშვილს ჰორნერის სინდრომი აქვს, თუმცა მისივე თქმით, გამომწვევი მიზეზი უცნობია.
„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე ლევან ყიფიანის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ბაქრაძის თქმით, ხელისუფლება კორუფციაშია ჩართული და ცდილობს, რომ „ომეგა ჯგუფის“ საქმე არ გამოიძიონ.
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს პრეზიდენტობის კანდიდატი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე ლევან ყიფიანის მიერ გაკეთებული განცხადებების გამოეხმაურა, სადაც სპორტის ყოფილმა მინისტრმა „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელსა და აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ისაუბრა.
„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის განცხადებას გამოეხმაურა. ოქუაშვიილის თქმით, ყიფიანი სარდაფიდან გამოსულს ჰგავდა ისევ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ოქუაშვილს გადასახდელი აქვს ბიუჯეტში 51 მილიონი ლარი და ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ფული არ გადაიხადოს.
სპორტის ექსმინისტრის, ლევან ყიფიანის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ აქვთ მიღებული, სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლით აპირებს ჩივილს ყიფიანი ზაზა ოქუაშვილისთვის, თუმცა სპორტის ყოფილი მინისტრი საჩივრის შეტანას აუცილებლად გეგმავს. ადვოკატის თქმით, დღეისათვის მის ხელთ არსებული მასალების მიხედვით, ყიფიანის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.