საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (3 ოქტომბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0026 პუნქტით გაუფასურდა.
„იმაზე მეტს გაიგებთ, რომ გაგიკვირდებათ“, უთხრა მედიას სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა საქალაქო სასამართლოში შესვლისას და დაამატა, რომ ვრცელ კომენტარს სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ გააკეთებს.
„როდის იხმართ ტერმინს - „სამარცხვინო" სალომე ზურაბიშვილზე?“ აღნიშნული შეკითხვით „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.
„არაერთი ტყუილი მოვისმინეთ და კიდევ ერთხელ შეურაცხყოფა მოვისმინეთ, ეს არის კატასტროფა. 107 ათასი დაუმალავს ირაკლი მექვაბიშვილს იმიტომ, რომ არ ყოფილა 107 ათასი გამოსაჩენი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის. თქვენს შავ ფულს მიხედეთ“,- ასე უპასუხა პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უმცირესობის წარმომადგენელთა განცხადებებს.
„ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნატო ჩხეიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს მიმართა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირობით პასუხისმგებლობის რაიონში სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2018“ მიმდინარეობს. სწავლებას სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე ხელმძღვანელობს და მასში 700-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.
„ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ, 2 ოქტომბერს სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობასთან შეხვედრისას გაკეთებულ განცხადებას „უკიდურესად სახიფათოს" უწოდებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სამშენებლო კომპანია „სვეტის“ ხელმძღვანელი პირების დააკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ სამართლებრივი სტრუქტურების პოლიტიზება ხდება, ხოლო პარლამენტი სუსტია.
„იმ პირობებში, როდესაც არ არათუ საფუძვლიანი ეჭვი, უსაფუძვლო ეჭვის საფუძველიც კი არ არსებობს ამ ეტაპზე, აქედან გამომდინარე, მე პირადად თუ მკითხავთ, ვერ ვხედავ, ნამდვილად, ამ ეტაპზე ვერავის დაბარების საჭიროებას“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უმცირესობის წევრთა განცხადებას „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე, პარლამენტში შსს მინისტრისა და მთავარი პროკურორის დაბარების შესახებ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.