შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.კ. ბათუმში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, კახა კუკავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დებატები წილისყრით იმარტება და ესე არ უნდა იყოს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1971 წელს დაბადებული ზ.ფ. გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.
„ქურდული სამყაროს წევრობისთვის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისთვის“ და ,,ქურდულ შეკრებაში მონაწილეობისთვის” ბრალდებულ ბ.რ.-ს, ზ.კ.-ს, ლ.გ.-ს, თ.ვ.ს, მ.დ.-ს და გ.ო.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
„ევროპული საქართველო“ საპრეზიდენტო კანდიდატთან, სალომე ზურაბიშვილთან დებატებს თანხმდება - ეს განცხადება საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ გააკეთა.
ოპოზიციური გაერთანება „ძალა ერთობაშია“-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილის საპასუხოდ განაცხადა, რომ შავი და ბნელეთის ძალების წარმომადგენელი, სწორედ ზურაბიშვილი და ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება“ არის.
„ქართული ოცნების“ წევრის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა დებატებში გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე გამოიწვია.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მხარს „ქართული ოცნება“ უჭერს სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „შავი ძალის“ ორივე სახეს ვიწვევ დებატებში და მათთან დებატებში მონაწილეობას მივიღებ ნეიტრალურ სივრცეში. სალომე ზურაბიშვილს არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა „შავი ძალის“ ორ სახეში.
იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა იუსტიციის სახლებში შექმნილ ქაოსთან და ხალხმრავლობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ იუსტიციის სახლები, დღეს არ დაიკეტება მანამ, სანამ ყველა მოქალაქე არ მიიღებს იმ სერვისს, რომლისთვისაც არის მოსული, ამიტომ ვნებათაღელვის საფუძველი არ არსებობს
მამუკა ბახტაძემ მსოფლიოს მაღალი ტრიბუნიდან განაცხადა ის, რისთვისაც იბრძვის ქართველი ერი, აცხადებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.