საქართველო-ავსტრიის ძლიერ ორმხრივ ურთიერთობებზე, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა სებასტიან კურცმა გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.
ჩვენ რომ ოდნავადაც სახელმწიფოს წარმონაქმნი ვიყოთ, დღესვე უნდა იყვნენ დაკავებულნი კალაძე და ივანიშვილი იმიტომ, რომ კორუფციული საქმე გასკდა, განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას.
საოპერო მომღერალმა, პოლიტიკური მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, პაატა ბურჭულაძემ, გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, რომ გრიგოლ ვაშაძეს პიროვნულად უჭერს მხარს და ქართველ ხალხს მოუწოდებს მივიდნენ არჩევნებზე და მხარი გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტობას და ნინო ანანიაშვილი პირველ ლედობას დაუჭირონ.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ფარული აუდიოჩანაწერები „ქართული ოცნებისთვის“ მძიმე სკანდალი არ არის, რადგან „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ელაპარაკება ისეთ პირებს, რომლებსაც დღეს შეხება „ქართულ ოცნებასთან“ არ აქვთ.
„სახელმწიფო ხალხისთვის“ დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, რომ როცა 2016 წელს პარტია შექმნა და როცა პარტიის რეიტინგმა აიწია, სალომე ზურაბიშვილმა მის პარტიაში გაწევრიანების სურვილი გამოთქვა, რაზეც მან უარი უთხრა.
პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ 2012 წელს ის ბიძინა ივანიშვილს ემხრობოდა და უნდოდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა შეცვლილიყო, თუმცა მათი გზები მალე გაიყარა. ამის შესახებ მსოფლიო ბანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.
ათი მილიონი ლარი წელიწადში „ქართული ოცნების“ შავი სალაროსთვის, „კურიერის“ ინფორმაციით, ამ თანხას მმართველი პარტია თამბაქოს ბიზნესით დაკავებული კომპანიებიდან უკვე ცნობილი სქემით იღებს.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე TV პირველის გადაცემაში „რეაქცია“ აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დეტალები 90%-ით არის ცნობილი, თუმცა სანამ 100%-ით არ დადასტურდება ამაზე ღიად საუბარი არ შეუძლია. კობახიძის თქმით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე შვილმოკლული მამების აქცია არის პოლიტიკურად მართული „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ, რომელიც დღეს გურიაში დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრაში მონაწილეობდა, განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს გამოცდილება და ქვეყნის განვითარების საინტერესო ხედვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.