პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პოლიტიკურ ლიდერებს მათ გვერდით დგომისკენ მოუწოდა. 

სრულად...

პარლამენტის შენობასთან, სადაც ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე აქციას მართავს, ინციდენტი მოხდა.

სრულად...

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხუდადოვის ქუჩაზე ავტოავარია მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად, ერთ-ერთ ავტომობილში მყოფი მცირეწლოვანი დაიღუპა.

სრულად...

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თურქების ჩართულობას აპროტესტებს და ამბობს, რომ მათ უკან ბიძინა ივანიშვილი დგას. ნათელაშვილის თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კონტრაქტი გაუქმდება და ქართული ავიაცია მათ გარეშე განაგრძობს მუშაობას.

სრულად...

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარეგულირებელი კომისია ცენზორის როლს ასრულებს და ის ივანიშვილის მფლობელობაში არსებული ინსტიტუტია. ბოკერიას თქმით, მარეგულირებელი კომისია ხელისუფლებას რთავს ნებას აკეთოს პოლიტიკური რეკლამები ხალხის ფულით, ხოლო ოპოზიციას არ აძლევს უფლებას თავისი სახსრებით გაუშვას რეკლამა კერძო ტელევიზიაში.

 

სრულად...

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრემიერ მინიტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით ორგანიზებულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო.

სრულად...

„სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დაკავებულებს: ნათელა მამულაშვილს, ნინო გოგილაშვილს, ნინო კორძაიას, ლაშა ჩანტლაძეს, ქეთევან ჩანტლაძესა და გია თვალავაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა მიიღო.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (26 სექტემბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0015 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...

აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოში საინვესტიციო პორტფელის გაფართოებას გეგმავს, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარმა დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. მინისტრის შეფასებით, შეხვედრა პოზიტიური და სასარგებლო იყო - საუბარი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შეეხო.

სრულად...

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს, რომელიც რამდენიმე დღეა პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამასთან, მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად, აქციებს მართავს, დღეს პარლამენტის შენობის წინ, კარვის გაშლის უფლება არ მისცეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი