„ქართული ოცნების“ გუნდში და საპარალამენტო უმრავლესობაში მარიხუანის კულტივაციის და მისი ექსპორტის კანონპროექტთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისობა წელს 6-7 ოქტომბერს გაიმართება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აჭარის ხელისუფლებასთან ერთად, ვმუშაობთ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივაზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, უკვე მომავალი წლიდან ძალიან მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები მივცეთ იმ კომპანიებს, რომლებიც საზღვაო ბიზნესით და ამ სექტორში მომუშავე კომპანიებისთვის სერვისის მიწოდებით არიან დაკავებულნი.
ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ფორუმი მიმდინარეობს, სადაც მსჯელობენ მსოფლიო საზღვაო და სანაოსნო სფეროში მიმდინარე გლობალურ ცვლილებებზე.
გორში, ყიფიანის ქუჩაზე 14 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. გოგონა ფეხსაცმლის თასმით არის ჩამომხრჩვალი. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მოზარდი ოჯახის წევრებმა ნახეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე 5 მოქალაქე: სულხან ლ, სოლომონ თ, ნიკო ღ, ანა თ. და შოთა ო. დააკავეს.
ზუგდიდის მერმა, ლაშა გოგიამ თანამდებობა დატოვა, ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა. ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ის, რომ მან პოსტი საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო და საკუთარი მოქალაქეები დაბომბა „Financial Times“-ის ჟურნალისტი ეხმაურება. ედვარდ ლუსი ამბობს, რომ ის პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებამ შოკში ჩააგდო. ჟურნალისტის განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატის ეს განცხადება თავდაპირველად ფეიკ ნიუსი ეგონა.
რუსთაველის გამზირზე შვილმოკლული მამების აქციაზე მისულმა, გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერმა და პუბლიცისტმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, სამოქალაქო მოძრაობა საზოგადოების წინაშე სულ მალე წარდგება და მისი მთავარი მიზანი ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების დაჩქარება იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.