საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“-ის საკუთარ გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სკანდალურ განცხადებას გამოეხმაურა, რომ 2008 წელს საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი მოსახლეობა დაბომბა.
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ თუ ეს განცხადებები, რომელსაც დღეს როგორც კანდიდატი, აკეთებს სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის დროსაც გამეორდა, ის დააზარალებს იმ ღვაწლს, რაც ჩაიდო საერთაშორისო დონეზე, იმის დასამტკიცებლად, რომ რუსეთმა დააზარალა საქართველო და მისი მოსახლეობა.
მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა კურტ ვოლკერმა თბილისში, მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე „ოლიგარქია და დემოკრატია“ განაცხადა, რომ პოლიციის რეფორმას აფინანსებდა ივანიშვილი, რომელსაც დღეს ხშირად აკრიტიკებენ როგორც კულუარებში მოქმედ ძალას.
ვანო მერაბიშვილის მდგომარეობა ისევ დამძიმდა. „კურიერის“ ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი მატროსოვის ციხიდან ნიუჰოსპიტალში ბადრაგის თანხლებით გადაიყვანეს. მერაბიშვილს სამედიცინო დაწესებულების ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს.
„2008 წელს, რა თქმა უნდა, ომის დამწყები, აგრესორი იყო რუსეთის ფედერაცია, ყველაფერი წარიმართა რუსული სცენარის შესაბამისად“, უთხრა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
პროკურატურამ ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეზე მედიაში გასულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, შესაძლო თაღლითობის ჩადენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
საქართველოში ვიზიტად პირველად იმყოფება ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი. უცხოელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დღეს ლევან იზორიამ უმასპინძლა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (12 სექტემბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0141 პუნქტით გაუფასურდა.
„სალომე გამოდი უთხარი ქვეყანას სათქმელი, რა პრეზიდენტობის კანდიდატი ხარ შენ მონა?“- ამ შეძახილებით გააპროტესტა ზურაბიშვილის ქუთაისში ჩასვლა, რამდენიმე მოქალაქემ.
საქართველოს პრეზიდენტმა თბილისში სამუშაო ვიზიტად მყოფი ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი სასახლეში მიიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.