საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში, ნარკომანიის თემაზე მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „დღეს ნარკომანია აღარ არის მხოლოდ ცალკეულ პირთა სნეულების გამოვლინება, არამედ ნარკომანია მთელი საზოგადოების პრობლემად იქცა".
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ უეს მიტჩელმა განცხადა, რომ საქართველო აუცილებლად მოხვდება ნატო-ში, საქართველო არის დასავლეთი და ეს არის ქართველების არჩევანი.
ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერებთან შეხვედრისას, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც „ქართული ოცნება“ სრულ მხარდაჭერას უცხადებს, განაცხადა, რომ „ძალიან მადლიერია“ მმართველი პარტიის და კახა კალაძის, რომელმაც დღეს მისი წარდგენისას საჯაროდ გამოაცხადა მისდამი მხარდაჭერა.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა აქვს, ხელმოწერების შეგროვების და ცესკოში წარდგენის შემდეგ წინასაარჩევნო კამპანიას ქუთაისში განაგრძობს.
ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერებთან შეხვედრისას, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც „ქართული ოცნება“ სრულ მხარდაჭერას უცხადებს, თავის განვლილ ცხოვრებაზე საუბრისას განაცხადა, რომ არაფერს ნანობს და ამ გზაზე მოდის თავისი „ქართული ენით, რომელიც ზოგისთვის თურმე დასაწუნი არის“.
ხუთი წლის განმავლობაში ბევრ ბრძოლაში დავმარცხდი, - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის ორგანიზებით თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე დასმულ კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მარიხუანას მოხმარების ლეგალიზების საკითხსა და იმ საკანონმდებლო ინიციატივაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, სამედიცინო მიზნით, მარიხუანას საექსპორტოდ წარმოების დაწყებას გულისხმობს.
„ქართული ოცნების“ წევრი და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში აცხადებს, რომ ის მხარს არ დაუჭერს ვერც ერთ ადამიანს, არათუ პოლიტიკოსს რომლიც თვლის, რომ რუსეთი არ იყო აგრესორი 2008 წელს. სალომე ზურაბიშვილის ბოლო განცხადება, არ აქვს მოსმენილი, მაგრამ პირველადი განცხადების განმარტების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება „ქართულმა ოცნებამ“, რომ მისთვის დაეჭირა მხარი.
ბოდბელი ეპისკოპოსისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის აზრით, მარიხუანის კულტივაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, ეროვნულ უსაფრთხოებაზე დიდი დარტყმა იქნება. მან საქართველოს მთავრობას ურჩია ავღანეთისა და კოლუმბიის მაგალითებს გადახედონ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.