საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (13 სექტემბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0064 პუნქტით გაუფასურდა.
ფოთში 5 სექტემბერს მომხდარი აფეთქებისას დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ჰოსპიტლის კლინიკურმა დირექტორმა, სულხან ორჟონიამ დაადასტურა.
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელი სოზარ სუბარი TV პირველის გადაცემაში „პოლიტმეტრი“ მარიხუანაზე საუბრისას აცხადებს, რომ სვანეთში მისი ახალგაზრდობის პერიოდში არ იყო ოჯახი, სადაც ეს მცენარე არ ჰქონდათ დათესილი, მისივე თქმით, მარიხუანას სვანეთში საკვებად იყენებდნენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ოფიციალურ ვიზიტად მყოფ ეუთოს გენერალურ მდივანთან, ტომას გრემინგერთან შეხვედრა გამართა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მურთაზ ზოდელავა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, ლაშა გოგიას გადადგომას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი თანამდებობიდან წასვლა საკმარისი არ არის.
„ქართული ოცნების“ წევრი ზაზ ხუციშვილი აცხადებს, რომ კალაძის ახალ ინიციატივებს მიესალმება. ხუციშვილის თქმით, პარკირების გადასახადი ქალაქის გარეუბნებსა და ცენტრში განსხვავებული უნდა იყოს.
ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას მიმართ სუს-მა გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნოთ ავრცელებს.
ზუგდიდის მუნიციპალტეტის მერის, ლაშა გოგიას და მისი მოადგილის, გია გულორდავას თანამდებობიდან გადადგომას ეხმაურება „ქართული ოცნება“.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა, რომ ტელეკომპანია „იმედის“ მაუწყებლობის აღდგენაში, მას დიდი წვლილი მიუძღვის მისივე თქმით, სააკაშვილს და ბოკერიას არ სურდათ „იმედის“ მაუწყებლობის აღდგენა, თუმცა მისმა განცხადებამ და ჟურნალისტებთან კონტაქტმა დიდი როლი ითამაშა მაუწყებლობის აღდგენაში. ბურჯანაძე ასევე, ამბობს რომ სწორედ „იმედში“ ოპოზიციური ნიშის დაკარგვამ დააჩქარა სააკაშვილის ხელისუფლების ნგრევა.
ზუგდიდის მუნიციპალტეტის მერის, ლაშა გოგიას და მისი მოადგილის, გია გულორდავას თანამდებობიდან გადადგომა, GUARDIAN.GE-ის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის, ლევან შონიას კადრების პოსტებიდან მასობრივი დათხოვნის გაგრძელებაა, რაც გოგიას წასვლით არ დაწყებულა და რასაც, რამდენიმე კვირის წინ, შონიას მოადგილის და მისი ერთ-ერთი ყველაზე ნდობით აღჭურვილი პირის, დავით კოდუას თანამდებობიდან წასვლა უძღოდა წინ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.