სალომე ზურაბიშვილი იმერეთის რეგიონში ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ხუთშაბათს საკუთარი პრიორიტეტები სამტრედიისა და ვანის მოსახლეობას გააცნო.
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულებზე, დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევზე წითელი ცირკულარით ძებნის დაწყების გადაწყვეტილებას შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში, სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ეხმაურება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორს, ლევან შონიას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ორგანიზაციის ლიდერების, მურთაზ ზოდელავას და ანი წითლიძის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში აქვს შეტანილი „იმ ცილისწამებისთვის“, რასაც ისინი მის მიმართ ავრცელებდნენ.
ქარიშხალი ფლორენსი ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროს უახლოვდება და სიცოცხლისთვის საფრთხის ზონად გამოცხადდა, როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ კაროლინა, საითკენაც ქარიშხალი 150 კმ/სთ სიჩქარით მიემართება. 100 ათასზე მეტი მობინადრე უკვე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდებული პირები წითელი ცირკულარით ძებნილად გამოცხადდნენ. ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს.
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი, მთავრობის ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც სამედიცინო მიზნით მარიხუანას საექსპორტოდ წარმოების დაწყებას გულისხმობს, აცხადებს, რომ „ეკლესია შეშფოთებულია".
ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტები სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ. ჟურნალისტების სახელით განცხადება საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახო ხუზმიაშვილმა გააცნო საზოგადოებას.
საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს „ქართული ოცნება“ უჭერს, იმერეთის რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ქუთაისის შემდეგ, ზურაბიშვილი ვანის კულტურის სახლში ამომრჩევლებს შეხვდა. შეხვედრისას განაცხადა, რომ კახეთის რეგიონის მსგავსად საქართველოს სხვა რეგიონებსაც უნდა ჰქონდეს საქმე, რომელზეც იმუშავებს და ვანისთვის ეს არის ბალნეოლოგიური და სახალხო მედიცინა.
თბილისის მერი კახა კალაძე, ზუგდიდის მერის და მისი მოადგილის გადადგომას და მათ მიმართ დაწყებულ გამოძიებას ეხმაურება. კალაძის თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ მთავრი არის კანონი და ვინც კანონის ჩარჩოებს გასცდება ის მკაცრად დაისჯება.
„ნაციონალურ მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ქვეყანა კორუფციის ჭაობშია ჩაძირული. გოცირიძის თქმით, როგორც ჩანს ადგილობრივი ხელისუფლების დანაშაულებრივი საქმიანობა იმდენად მძიმე იყო, რომ მისი გადაფარვა ცენტრალურმა ხელისუფლებამ და სუს-მა ვეღარ შეძლო და ლაშა გოგია თანამდებობიდან სწორედ ამიტომ გადადგა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.