მარნეულში „ევროპული საქართველოს“ რიგები ორმა საკრებულოს წევრმა დატოვა და ოპოზიციურ გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ს შეუერთდა. ნიკა მელიას განცხადებით მათ არავინ შეერთებია ისინი გაერთიანდნენ ერთი მიზნით, რომ ქვეყანა ჭაობიდან ამოიყვანონ.

სრულად...

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაცია, მაღალმთიან სოფლებში - პარამედიკოსების პროგრამა განხორციელდება, ხოლო 100-ზე მეტი უშუქო სოფელი ელექტროენერგიას მიიღებს, - აღნიშნული გადაწყვეტილებები მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

სრულად...

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ანგელა მერკელთან შეხვედრისას მისი გუნდი სამ ძირითად თემაზე აპირებს საუბარს ესენია: საქართველოს დეოკუპაცია, ევროპული მომავალი და ქვეყნის დემოკრატია. ბაქრაძის თქმით, სამივე მიმართულებაში გერმანიის პოზიცია მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (22 აგვისტო, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0148 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა აცხადებს, რომ გერმანია აქტიური მხარდამჭერია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის და მერკელის ვიზიტი სწორედ ამ პოზიციის გამოხატულებაა.

სრულად...

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი აცხადებს, რომ შავი ზღვის უნივერსიტეტთან დაკავშირებით ავტორიზაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება 1 წლით შეუჩერდეს უნივერსიტეტს ავტორიზაცია, მაგრამ განათლების სამინისტრომ უზრუნველყო, რომ არსებულმა სტუდენტებმა ჩვეულ რეჟიმს გააგრძელონ სწავლა და არც აბიტურიენტებს, რომლებმაც ეს უნივერსიტეტი აირჩიეს ერთი წელი არ ჩაუვარდეთ.

სრულად...

შავი ზღვის უნივერსიტეტის თურქული მხარის მოთხოვნით „განადგურებაში“ ადანაშაულებს ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნულს „სამარცხვინო გადაწყვეტილებას“ უწოდებს.

სრულად...

„სტრასბურგის სასამართლოს შედეგი წარდგენილ დოკუმენტებზე და პოლიტიკურ კონიუქტურაზეა დამოკიდებული. ამ ეტაპზე ორივე ეს ფაქტორი საჩვენოდ მუშაობს, ამიტომ საქართველოს ყველანაირი შანსი აქვს, რომ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ, დადებითი შედეგით დაასრულოს“, აცხადებს მამუკა არეშიძე.

სრულად...

დონალდ ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა, მაიკლ კოენმა სასამართლო პროცესზე ფიცის ქვეშ განაცხადა, რომ თავისი კლიენტის დავალებით, დანაშაული ჩაიდინა, აცხადებს კოენის იურისტი ლენი დევისი.

სრულად...

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ კახეთში სეტყვისგან დაზარალებული მოსახლეობა მოინახულა. ვაშაძის თქმით, გლეხებისთვის გასაცემი არის კომპენსაცია, რომელიც ხელისუფლებამ უნდა გაიღოს. როცა 2012 წელს გლეხებს დიდ თანხის ოდენობის კომპენსაციის გაცემას ჰპირდებოდნენ, მაშინ „ქართულმა ოცნებამ“ ხალხი მოატყუა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი