„ქართული ოცნების“ დეპუტატის დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, მმართველ გუნდს სურს მხარი დაუჭიროს დამოუკიდებელ კანდიდატს და მიხეილ სააკაშვილის ბოდვები სერიოზულად არ უნდა მივიღოთ. ცქიტიშვილი ასევე ამბობს, რომ 2012 წლიდან საქართველოში არჩევნები სამართლიანად ტარდება.
პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ გოგაშვილის გადადგომა არაფერს არ ნიშნავს, ის უნდა დაისაჯოს სამართლებრივად.
საქართველოს პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მმართველ გუნდში, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, დისკუსია გრძელდება.
რაჭაში, ამბროლაური-ჭრებალოს გზაზე, სოფელ სადმელში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ვაშინგტონმა შეერთებულ შტატებში ასეულობით მილიონი დოლარის რუსული აქტივები დაბლოკა, განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, სიგალ მანდელკერმა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ და რეგიონული სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა ზუგდიდში, სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებსა და მაჟორიტარ დეპუტატებს სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია წარუდგინეს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე, იოსებ გოგაშვილის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტის დატოვებას, მედიასთან საუბრისას გამოეხმაურა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (21 აგვისტო, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0145 პუნქტით გაუფასურდა.
„ევროპული საქართველოს“ წევრი გივი თარგამაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გადადგომას ეხმაურება. თარგამაძის თქმით, გოგაშვილის წასვლა, მაშინ გადაწყდა, როცა ლილუაშვილი მიავლინეს სუს-ში, რადგან საბოლოოდ ყველა მაღალი თანამდებობა ივანიშვილის ოჯახურ „ქართუს" კადრებს ბარდება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი მიიჩნევს, რომ არ არის საკმარისი იოსებ გოგაშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტიდან წასვლა. უდუმაშვილის თქმით, ადრე თუ გვიან, გოგაშვილის, რომელიც „ქართული ოცნების" სიმბოლოა, სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.