აუცილებლად უნდა დაიწყოს სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ გამოძიება, თუ რა დანაშაულებია ჩადენილი და აუცილებლად უნდა მიეცეს პასუხისგებაში, ასე ეხმაურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობიდან იოსებ გოგაშვილის გადადგომის ფაქტს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე.
გაზეთ „ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის პოსტიდან იოსებ გოგაშვილის გათავისუფლებას ეხმაურება. კილაძეს გოგაშვილის პოსტიდან წასვლის მიზეზთან დაკავშირებით საკუთარი ვერსია აქვს და ამბობს, რომ ვახტანგ გომელაურის პირველი მოადგილე სტრასბურგში მისი, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზაზა სარალიძის ჩაშლილ ვიზიტს შეეწირა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, რომ ივანიშვილი ახალ საპრეზიდენტო კანდიდატს ეძებს, რადგან ზურაბიშვილის კანდიდატურა ჩაუვარდა და ასევე ივანიშვილს აფრთხილებს, რომ საქართველოში ჩამოსვლაში ხელს, არც მისი მუქარები და არც გოგაშვილის შეცვლა არ უშველის.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ეფიქს ბიზნეს გრუპის“ დამფუძნებლები საფონდო ბირჟაზე თაღლითობის და კიბერდანაშაულის ბრალდებით დააკავა. ამის შესახებ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის მოლოდინშია, კასპში ხელმოწერების შეგროვებას განაგრძობს. ზურაბიშვილის ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მსჯელობა ბუნებრივია და მისი პოზიცია, 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ, არ არის ისეთი, რომ მმართველმა გუნდმა მას მხარდაჭერაზე უარი უთხრას.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე იოსებ გოგაშვილი თანამდებობას ტოვებს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევი პროცესის ასე წარმართვას მოელოდა. ჩუგოშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს მოლოდინი, რომ მარგველაშვილი საუკეთესო კანდიდატს წარადგენს.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ სანიკიძემ განაცხადა, რომ შავი ზღვის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განცხადებას არ ეთანხმება. სანიკიძის თქმით, შავი ზღვის უნივერსიტეტი არ იხდის ბიუჯეტში გადასახდელ თანხას და მის მეწილეებს წილები დაყადაღებული აქვთ. სანიკიძემ ასევე აღნიშნა, რომ აბიტურიენტები, რომლებმაც შავი ზღვის უნივერსიტეტი აირჩიეს სხვა ავტორიზებულ უნივერსიტეტში გადანაწილდებიან.
ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით შეუზღუდა. ამ გადაწყვეტილებას უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში უსამართლოს და ალოგიკურს უწოდებენ, რადგან საბჭოს ექსპერტთა დასკვნით უნივერსიტეტს 6 წლიანი ავტორიზაციის ხელშეკრულება 20 აგვისტოს გაუფორმეს, თუმცა მოულოდნელად ავტორიზაციის საბჭომ უნივერსიტეტს 2019 წლის 20 აგვისტომდე სტუდენტების ნაკადის მიღება შეუზღუდა.
სასამართლომ გლდანის N8 საპყრობილის რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი ინსპექტორი დამნაშავედ ცნო და მას 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გათავისუფლებიდან 2 წლით 3 თვის ვადით თანამდებობაზე დანიშვნის უფლება ჩამოართვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.