თბილისის მერი კახა კალაძე მერკელის ჩამოსვლას ევროკავშირის მხარდაჭერის კიდევ ერთ მესიჯს უწოდებს. კალაძის თქმით, საქართველოს მთავარი მიზანი დღესდღეობით არის ევროკავშირში გაწევრიანება, რისთვისაც მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ხელმოწერების შეგროვებას ბოლნისსა და დმანისსში განაგრძობს და ბიზნესმენებს მოუწოდებს მისი წინასაარჩევნო კამპანია დაუფინანსონ, რადგან როგორც ზურაბიშვილი იძახის, ის ყველას პრეზიდენტი იქნება. დამოუკიდებელი კანდიდატი დღეს „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნებს ანგარიშს, სადაც მსურველებს შეეძლებათ ჩაურიცხონ მას თანხა და დაეხმარონ კამპანიის წარმართვაში.
ბერლინში ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი, რუსეთის მოქალაქე, 31 წლის მამაკაცი დააკავეს, განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ.
„ქართული ოცნების“ წევრი სოფიო კილაძე ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოში, რაც უფრო მეტი არგუმენტაცია იქნება წარდგენილი საქმესთან დაკავშირებით მით უფრო დაადასტურებენ, რომ ტატუნაშვილის მიმართ დაირღვა ყველა ის უფლება, რაც მას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ჰქონდა მინიჭებული.
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას შეეძლო მსგავსი სარჩელი მანამდეც შეეტანა სტრასბურგის სასამართლოში. გოცირიძე ასევე ამბობს, რომ ტატუნაშვილის ვერაგულმა მკვლელობამ გამოაფხიზლა მმართველი გუნდი და რუსეთი უნდა დაისაჯოს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 15 სექტემბრიდან პიკის საათებში, მეტროს ლოდინის პერიოდი 4-5 წუთის ნაცვლად, 3 წუთამდე შემცირდება. კალაძემ ასევე თქვა, რომ აპირებენ ამ მიმართულებით მუშაობას, მეტროსთვის ვაგონების დამატების და ლოდინის დროის 2 წუთამდე შემცირებას.
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ დედაქალაქის მასშტაბით არსებული საფეხმავლო ხიდების კონსტრუქცია ვიზუალურად ძალიან ცუდია, თავად ხიდებით სარგებლობა მოუხერხებელი, შშმ პირებისთვის კი, შეუძლებელია.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისსხდომაზე ავტობუსების განახლებაზეც ისაუბრა. კალაძის თქმით, 2019 წლის ბოლომდე ყვითელი ავტობუსების პარკი მთლიანად ჩანაცვლდება ახალი MAN-ის ტიპის ავტობუსებით და მომავალში თუ საჭირო იქნება არსებული 550 ავტობუსის რაოდენობა გაიზრდება.
21 აგვისტოს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოს სახელით ახალი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი „საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ შეიტანა.
კახა კალაძე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ინიციატივით გამოვიდა ვარაზისხევში დღეს არსებული ქვაფენილი ასფალტით შეიცვალოს და ამ მიმართულებით მერიის შესაბამის სამსახურებს საკითხის უახლოესი პერიოდისთვის შესწავლა დაავალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.