„ქართული ოცნების“ წევრი, დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიაში საკუთარი კანდიდატით ჩაერთოს. იგი, თავის კოლეგებთან ერთად აღნიშნულ წინადადების შეთავაზებას „ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის აპირებს და ამავე დროს არ გამორიცხავს, რომ ეს საკითხი უმრავლესობის ფორმატში კენჭისყრაზეც დადგეს.

სრულად...

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ავლაბრის სასახლეში, რადგან ამ შენობაზე უკეთესი ადგილი მოსახლეობის მისაღებად არ არსებობს საქართველოში.

სრულად...

მმართველი გუნდის წევრებმა ათონელის ქუჩაზე ორბელიანის სასახლეზე მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს. მმართველი გუნდის წევრების მოსაზრება, რომ პრეზიდენტი ავლაბრის კი არა, ორბელიანის სასახლეში უნდა იყოს, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ემთხვევა, თუმცა „ქართული ოცნების“ წევრები ჯერ კიდევ არ აკონკრეტებენ, დაუჭერენ თუ არა მხარს სალომე ზურაბიშვილს. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კანდიდატი, რომელსაც „ქართული ოცნება“​ დაუჭერს მხარს, არ უნდა წარმოადგენდეს, რომელიმე პარტიის ინტერესებს.

 

სრულად...

ესპანეთში სპორტისა და მუსიკის ფესტივალზე ხის კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, ხუთის მდგომარეობა მძიმეა.

სრულად...

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მეუფე იაკობის საკვირაო ქადაგებას ეხმაურება. უფლებადამცველის თქმით, მეუფე იაკობი თუ ფლობდა ამ ინფორმაციას მას შეეძლო მისულიყო სუს-ში და ეთქვა ეს ინფორმაცია, რაც გამოძიებას სხვანაირი კურსით წარმართავდა.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებით ახლადამოქმედებული საკანონდებლო ცვლილებებით 4 პირი დააკავა. ამის შესახებ ბრიფინგზე შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ ისაუბრა.

სრულად...

სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების მიზნით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას განცხადებით დღეს მიმართავს.

სრულად...

„არ ვიცი, ეს თვითლუსტრაცია იყო თუ ხელისუფლებამ მოახდინა მისი ლუსტრაცია, მაგრამ ფაქტი ერთია, სალომე ზურაბიშვილი სრულიად განიარაღებულია როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია „ოცნება“ არ ფიქრობდეს სხვა კანდიდატზე ან საკუთარი წიაღიდან, ან სხვა დამოუკიდებელ კანდიდატზე“, აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

სრულად...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუქში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც 2008 წლის 12 აგვიტოს იხსენებს და ამბობს, რომ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებისგან ისეთი ძლიერი მხარდაჭერა, როგორიც 2008 წელს ჰქონდა არასოდეს არ ჰქონია. მესამე პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს არჩევნებში, ეს იქნება პუტინის გამარჯვება საქართველოში.

სრულად...

მეუფე იაკობმა ქადაგებისას დეკანოზ გიორგი მამალაძეს „ავაზაკი“ და „დაჯგუფების“ წევრი უწოდა. მეუფე იაკობმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს შეიწყალებს თუ არა გიორგი მამალაძეს თუმცა მეუფე ამბობს, რომ ბერობა და ეპისკოპოსობა ლაჩრობას  არ ნიშნავს და პატრიარქს ყოველთვის დაიცავს. მეუფე იაკობმა ასევე აღნიშნა, რომ ეკლესიის შიდა საქმეები ჟურნალისტების გადასაწყვეტი არ არის და ვინც მას მშიშარას უწოდებს თვითონ გრიგოლიას კალთას ეფარება.  

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი