„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას არ აქვს სწორი პოლიტიკა და უნარი იმისა, რომ ხალხი დაიცვან ფულის გაუფასურებისგან. გოცირიძე ლარის გაუფასურების რეალურ მიზეზად მთავრობის და ეროვნული ბანკის არასწორ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს ასახელებს.
საქართველოს საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მედიის ზოგიერთი საშუალება დეკანოზს წარმოაჩენს სიმართლისათვის დევნილად, საპატრიარქოს კი, – დამნაშავეთა დამფარველად და უსამართლობის ხელშემწყობად, რისი მიზანიც არის ეკლესიის და სასულიერო დასის დისკრედიტაცია და, ამასთან, შეწყალების მისაღწევად გარკვეული ზემოქმედების მოხდენა პრეზიდენტზე და საზოგადოებაზე.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (13 აგვისტო, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0355 პუნქტით გაუფასურდა.
გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რომელსაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მძღოლს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა თავის საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ერთად ცესკო-ს დარეგისტრირების მიზნით მიმართა.
„ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ლეჩხუმში ამომრჩეველთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანამ ეროვნული ხელისუფლება არ მოვა ქვეყნის სათავეში, საქართველოს არაფერი არ ეშველება. ვაშაძე „ქართული ოცნებისთვის“ სახელის სასწრაფოდ გამოცვლას და მისთვის „კრიმინალების ორგანიზებული თანამეგობრობის“ დარქმევას მოითხოვს, რადგან მიიჩნევს, რომ „ეს არც ქართულია, არც ოცნება და არც ხელისუფლება არის“.
ამ ქალის [სალომე ზურაბიშვილის] დასახელებით ივანიშვილი ორი კურდღლის დაჭერას ლამობს - ერთის მხრივ, ის აწყობს მოსკოვს, მას შემდეგ, რაც მან არ გაამართლა ქართველი ხალხის ნდობა და უღალატა თავის ისტორიულ სამშობლოს, და, ამავე დროს, ივანიშვილს იმედი აქვს, რომ ზურაბიშვილის კანდიდატურის მეშვეობით მიაღწევს მის წინააღმდეგ საფრანგეთში დაწყებული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას“, აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
მმართველი გუნდის წევრებმა ათონელის ქუჩაზე, ორბელიანის სასახლეზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს. მმართველი გუნდის წევრების მოსაზრება, რომ პრეზიდენტი ავლაბრის კი არა, ორბელიანის სასახლეში უნდა იყოს, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ემთხვევა, თუმცა „ქართული ოცნების“ წევრები ჯერ კიდევ არ აკონკრეტებენ, დაუჭერენ თუ არა მხარს სალომე ზურაბიშვილს. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ეჩქარება თავისი პოზიციის დაფიქსირება , რადგან სამართლებრივი ვადა 8 სექტემბრამდე აქვთ.
ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ მთავრობას ეკონომიკური საქმიანობის ცუდად წარმართვაში დასდო ბრალი და განაცხადა, რომ მან უნდა გააუმჯობესოს მისი საქმიანობა აშშ-ის მიერ ხელახლა დაწესებული სანქციების ფონზე.
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ და საპრეზიდენტო კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა თბილისში, მეტროსადგურ „რუსთაველთან“ საკუთარი მხარდამჭერების ხელმოწერების შეგროვების პროცესის გაცნობისა და ხალხთან შეხვედრის შემდეგ ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებაზე ისაუბრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.