„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა დიდგორის ბრძოლის დღესთან დაკავშირებით გელათში, დავით აღმაშენებლის საფლავზე გვირგვინი მიიტანა. ნათელაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთლიანობის აღდგენისთვის ჯერ შიდა მტერი უნდა დამარცხდეს.
დიდგორის ბრძოლიდან 897-ე წლისთავი სახალხო დღესასწაულით აღინიშნა. დიდგორის ველზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის უფროსი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მივიდნენ. მამუკა ბახტაძემ და ლევან იზორიამ მოწვეულ სტუმრებს და მოსახლეობას დიდგორობა მიულოცეს და 9 საუკუნის წინანდელი გამარჯვების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა, რომ დიდგორი არ დამთავრებულა, ვიდრე ჩვენ ვცოცხლობთ, ვიდრე ვარსებობთ, დიდგორი ყოველთვის იქნება.
ლაგოდეხში უამინდობის გამო მძიმე ტექნიკის მობილიზება გახდა საჭირო. უხვი ნალექის შედეგად, მუნიციპალიტეტში ხევები ადიდდა. ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დიდგორის ველზე, დღეს დიდგორობის სახალხო დღესასწაული აღინიშნება, რომელსაც საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და რეგიონული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი სოზარ სუბარი ესწრებიან.
უამინდობის გამო ანაკლიაში წყალი მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებშიც შეუვარდა და პირველი სართულები დაუტბორა.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი „შაბათის ქრონიკის“ ეთერში აცხადებს, რომ რუსეთი საუკუნეების მანძილზე ცდილობს საქართველოს დამოუკიდებლობა დააკარგვინოს, მაგრამ 2008 წლის ომის თავიდან აცილება საქართველოს შეეძლო. მისივე თქმით, ბოლოდროინდელი გაუგებრობა იმის შესახებ, რომ თითქოს მან საქართველო დაადანაშაულა ომის დაწყებაში, „აბსურდი და თითიდან გამოწოვილი ამბავია“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული თ.ვ., განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი „შაბათის ქრონიკის“ ეთერში აცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში ავლაბრის სასახლეში არ შევა, რადგან ეს სასახლე პრემიერ მინისტრს, ან საგარეო საქმეთა მინისტრს უფრო შეეფერება, თავისი ფუნქიციებიდან გამომდინარე. ზურაბიშვილი ასევე ამბობს, რომ პრეზიდენტობის დროს ის თავის სახლში იცხოვრებს და რეზიდენციაში ფეხით ივლის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.