თურქეთმა შეერთებული შტატებიდან შეტანილ პროდუქტზე, მათ შორის ავტომობილებზე, ალკოჰოლზე და თამბაქოს ნაწარმზე საბაჟო ტარიფი გაზარდა.
„ოცნებაშიც“ მშვენივრად იციან, რომ როგორც კი ოფიციალურად გახდება ზურაბიშვილი მათი კანდიდატი (ვის დააჯერებენ მის დამოუკიდებლობას), მაშინვე ზღვა კომპრომატებით გაივსება ქართული მედია, აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას.
ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს აფასებს, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ბოლო ინტერპრეტაცია, რაც ზურაბიშვილმა აგვისტოს ომზე ისაუბრა მისთვის მისაღები იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით ფონიჭალაში 1 პირი დააკავა.
მაშველები ჩრდილო-დასავლეთ იტალიის ქალაქ გენუაში ავტომაგისტრალზე გადებული 45 მეტრის სიმაღლის საავტომობილო ხიდის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად - რამაც ბოლო ცნობებით 31 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა - ნანგრევებში მოყოლილ შესაძლო გადარჩენილთა სამძებრო სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში განაგრძობდნენ.
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ სასამართლო ექსპერტიზის პასუხი ცნობილია. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კობაური ჯანმრთელია. მისი ადვოკატის ალექსანდრე კობახიძის თქმით, დაკავებული უდანაშაულოა.
ექსპერტი გია ხუხაშვილი TV პირველის „დღის ამბებში დიანა ტრაპაიძესთან ერთად“ აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილს კი აქვს საპრეზიდენტო გარეგნობა, მაგრამ სრულიად არაკომპეტენტურია პრეზიდენტობისთვის. ხუხაშვილი ასევე ამბობს, რომ ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ არაფორმალური წევრია.
ექსპერტი გია ხუხაშვილი TV პირველის „დღის ამბებში დიანა ტრაპაიძესთან ერთად“ „ქართულ ოცნებას“ სთავაზობს, რომ ერთი სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება მიიღოს და არა დამოუკიდებელ სალომე ზურაბიშვილის, არამედ დავით უსუფაშვილს დაუჭიროს მხარი. ექსპერტის თქმით, უსუფაშვილი არსებულ კანდიდატებს შორის არის ერთადერთი, რომელსაც შუძლია თავისი პოლიტიკური და პირადი ინტერესები გვერდით გადადოს და სახელმწიფოსთვის ნებისმიერ ძალასთან კონსენსუსი მოძებნოს.
პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირალნ მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სუსში დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ კითხვები ეხებოდა მის განცხადებას იმის შესახებ, რომ იგი თავის აფეთქებას აპირებდა სუს-ის შენობის წინ. მაჩალიკაშვილის თქმით, მას ჰკითხეს თუ რას გულისხმობდა ამ განცხადებაში მისივე თქმით, მან უპასუხა, რომ ეს იყო გამწარებული მამის სიტყვები. მოკლული ახალგაზრდის მამა აცხადებს, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს დააკავებენ თუ არა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ უარის თქმა პრეზიდენტთან კონსულტაციებზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატთან დაკავშირებით ნიშნავს იმას, რომ პარლამენტი საერთოდ არ განიხილავს მარგველაშვილის კანდიდატს და საპრეზიდენტო არჩვენების შემდეგ იუსტიციის საბჭო დანიშნავს მმართველი გუნდის მორიგ მარიონეტს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.