საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (14 აგვისტო, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0649 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ თავისი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე არ უნდა ჰყავდეს და იმ შემთხვევაში ჩაერთვება წინასაარჩევნო კამპანიაში თუ კანდიდატი განსაკუთრებით მისაღები იქნება მმართველი გუნდისთვის.

სრულად...

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა და საპრეზიდენტო კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ლარის გაუფასურების მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თურქული ლირის კრიზისი ჩვენს ეროვნულ ვალუტასთან არანაირ კავშირშია და ეს მიზეზი „მმართველმა საბანკო ოლიგარქიამ მილიონების ამოსაღებად გამოიყენა“, რის გამოც, ნათელაშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ბანკების მფლობელები, ივანიშვილთან ერთად, აუცილებლად დაჯდებიან საბრალდებო სკამზე.

სრულად...

იტალიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ გენუის სიახლოვეს, ავტომაგისტრალზე დაახლოებით 45 მეტრის სიმაღლის ხიდი ჩამოინგრა, იტყობინება BBC პოლიციაზე დაყრდნობით.

სრულად...

მმართველმა გუნდმა გადაწყვეტილება შეცვალა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად გიორგი მარგველაშვილს აღარ შეხვდება. „ქართული ოცნების“ წევრები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტი თავისი აპარატის თანამშრომელს წარადგენს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად.

სრულად...

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა დიდუბის რაიონში, გრიგოლ რობაქიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.

სრულად...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ს ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს ეხმაურება, რომელშიც  საქართველო მოიაზრება, როგორც აშშ-ს მოკავშირე და პარტნიორი. ზალკალიანის თქმით, შეერთებულ შტატებს ეროვნულ ინტერესებში აქვს საქართველოს და უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება.

სრულად...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში 23-24 აგვისტოს დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისას თქვა, რომ რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ამ ვიზიტს „ძალიან დიდი მნიშვნელობა“ აქვს.

სრულად...

გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ ზაზა სარალიძესთან და მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად ევროპაში დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრა, რომელიც სუს-ის „არასწორი“ ინფორმაციის გავრცელების გამო ჩაიშალა, და აღნიშნა, რომ მან ყველა მასალა გერმანიის ფედერალურ პოლიციაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში გადააგზავნა და, ასევე, მთავარ პროკურატურას გამოძიების დაწყების მიზნით მიმართა.

სრულად...

ტრაპიზონში ავარიის შედეგად საქართველოს 3 მოქალაქე დაშავდა. დაშავებლების მდგომარეობა სტაბილურია, ერთ-ერთს კი შესაძლოა ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი