ნიკა მელიას და მისი სხვა თანამებრძოლების დაკავებას ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა მისი თანამბერძოლის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ „ათი ადამიანი ურტყამდა ნიკა მელიას და ისე ტენიდნენ მანქანაში“.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას პარტიის სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მურთაზ ზოდელავა ეხმაურება.
ნიკა მელიამ სამართალდამცავებს სთხოვა აეხსნათ, რატომ არ აძლევდნენ კარვებში შესვლის საშუალებას აქციის მონაწილეებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ცოტა ხნის წინ დაპირისპირება მოხდა. როგორც ზაზა სარალიძე ამბობს, მას შემდეგ რაც სასამართლო პროცესზე მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა, იგი ზვიად კუპრავასთან და კიდევ რამდენიმე ადამიათან ერთად, სასამართლოს სასადილოში ჩავიდა. სარალიძის განცხადებით, მათთან მივიდნენ სამართალდამცავები და ზვიად კუპრავას სასამართლო დარბაზში დაბრუნება მოსთხოვეს იმის მიუხედავად, რომ სასამართლო პროცესი მოგვიანებით იწყებოდა.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებს პოლიტიკურ მიზნებს უკავშირებს თეა წულუკიანი, რომელიც აცხადებს, რომ „საპრეზიდენტო სკამისთვის ბრძოლა დაიწყო და ამაში უკვე პრეზიდენტიც ჩაერთო“.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებულ მერაბ მორჩაძეს პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს.
ერთი ხელით ცრემლებს იწმენდენ და მეორე ხელით კარვებს ეჯაჯგურებიან,“ ასე შეაფასა პოლიციის მიერ რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილიდან კარვების გადატანა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილიდან კარვების გატანას გამოეხმაურა. როგორც პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფმა ნიკა მელიამ ჟურნალსიტებს განუცხადა, პოლიციამ გზის გაწმენდის შესახებ დავალება ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვა ტრანსპორტის სავალ ნაწილზე დასაშვებია მაშინ, როდესაც შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება შეუძლებელია სხვაგვარად მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე. აღნიშნული განცხადება სახალხო დამცველმა გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.