ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის დაკავებას ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც აცხადებს, რომ ხელისუფლებამ სუბელიანი „შვებულებაში გაუშვა“.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის დაკავებას ეხმაურება მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, რომელიც აცხადებს, რომ მხოლოდ სუბელიანის დაკავება არ არის საკმარისი და ძალიან ბევრი ადამიანი უნდა ყოფილიყო დღემდე დაკავებული.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, რომელიც დილის 11:00 საათიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დღეს, მიმდინარე კვირაში უკვე მესამედ იმყოფებოდა, დააკავეს.
აშშ-ში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ქართველი ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. გარდაცვლილთაგან ერთი თბილისიდანაა, მეორე ქუთაისიდან.
ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროში ოჯახის თხოვნით მივიდა მირზა სუბელიანის ადვოკატი. სუბელიანი უკვე მესამედ იმყოფება შსს-ში მიმდინარე კვირაში. დღეს ის უწყებაში დილის 11:00 საათზე გამოცხადდა.
„ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე წითელი ხაზები, რომლებიც რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობას, პრაგმატულ პოლიტიკას უკავშირდება. ეს წითელი ხაზები დაკავშირებულია ორ მთავარ საკითხთან: პირველი - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ეს წითელი ხაზი არასდროს იქნება გადაკვეთილი ქართველი ხალხის და საქართველოს ხელისუფლების მიერ და მეორე - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გომბორის უღელტეხილზე მიკროავტობუსის ხევში გადავარდნის შედეგად დაშავებულებს, რომელთაგან უმრავლესობა ბავშვები, მე-6 კლასელები არიან, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოინახულებს.
გომბორის უღელტეხილზე მიკროავტობუსის ხევში გადავარდნის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ავტომანქანის მძღოლი გამოკითხვის მიზნით გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში. თუ მძღოლის ბრალეულობა დადგინდა, მას 6-დან 10 წლამდე პატიმრობა ემქურება.
საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ საპარლამენტთაშორისო ასამბლეა დააფუძნეს. ასამბლეის შექმნის შესახებ განცხადებას დღეს ხელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარე ანდრიი პარუბიმ და მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ ანდრიან კანდუმ მოაწერეს.
მიკროავტობუსი, რომელსაც თბილისიდან კახეთში ბავშვები ექსკურსიაზე გადაჰყავდა, გომბორის უღელტეხილზე ხევში გადავარდა, რის შედეგადაც დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაზიანებები აქვს მიღებული 10-მდე ადამიანს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.