ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, ბადრი ლიპარტელიანის განცხადებით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 91-ე კმ-ზე, სადაც დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასა იყო ჩამოსული, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცოტა ხნის წინ აღდგა.

სრულად...

პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციებზე იქნება „ბოლომდე" და იმ შემთხვევაში, თუ ეს აქციები შეწყდება და ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, აქციებს მთელი საქართველოს მასშტაბით თავად წამოიწყებს.

სრულად...

„ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის" დაქვემდებარებაში მყოფი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ 9 ივნისს კახეთის რეგიონში 650 კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა, რითაც კახეთის შვიდ მუნიციპალიტეტში მოსალოდნელი სეტყვა სრულად თავიდან იქნა აცილებული.

სრულად...

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათს, კანადაში დიდი შვიდეულის სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შემდეგ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ გააკეთა მოწოდება იმის შესახებ, რომ დიდ შვიდეულს, რომელიც ადრე დიდი რვიანი იყო, რუსეთი უნდა შეუერთდეს - რუსეთი, რომელიც 2014 წელს გაერთიანებიდან გაძევებულ იქნა ყირიმის ანექსიის გამო, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპული საზღვრების დარღვევის პირველი შემთხვევა იყო - და მან მის წინამორბედს, ბარაქ ობამას დასდო ბრალი რუსეთის მიერ ყირიმში განხორციელებულ აგრესიაში.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კანადაში დიდი შვიდეულის სამიტის მოლაპარაკებებზე ტარიფების გაუქმების წინადადება წამოაყენა.

სრულად...

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გომბორზე მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და აცხადებს, რომ ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციები აშკარად გასამკაცრებელია და განსახილველია ბავშვთა ტრანსპორტირების უსაფრთხოების საკითხები.

სრულად...

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ მირზა სუბელიანის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „არ არსებობს არავინ, ვინც კანონზე მაღლა დადგება და ვის მიმართაც იქნება რაიმე ტიპის ინდულგენცია და ხელშეუხებლობა, თუკი კანონით ამის წინაპირობა არსებობს“.

სრულად...

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის, მირზა სუბელიანის დაკავებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „სახელმწიფო ყველა თავისი ქმედებითა და თითოეული ნაბიჯით ადასტურებს, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობენ ხელშეუხებელი ადამიანები“ და „არავინ აპირებს ვინმესთვის ხელის დაფარებას“.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავა. მას 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სრულად...

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის დაკავებას აფასებს  პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი