თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მე-10 და მე-11 კლასების ორ მოსწავლეს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ არასრულწლოვანები, მანდატურები და პედაგოგები შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ სამმართველოში გამოსაკითხად დაიბარეს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და დიდი შვიდეულის სახელმწიფოთა სხვა ლიდერებს შორის უთანხმოებამ და წინააღმდეგობამ სამიტის პირველივე დღეს იჩინა თავი.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე, გამოძიებით მოპოვებული ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით დაკავებულია 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე.
„საქართველო ნატოს წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება და მისიაში მონაწილეობას არსებული შემადგენლობით განაგრძობს“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს შტაბ-ბინაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ ოპერაციაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდინარე ჭოროხზე ჯომარდობის დროს ოთხი ადამიანი გარდაიცვალა - 3 უკრაინელი ტურისტი და მეოთხე ადამიანი, რომელიც დაკარგულად მიიჩნეოდა, მაშველებმა რამდენიმე წუთის წინ გარდაცვლილი იპოვეს.
„არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას აუცილებლად საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს", მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელს გიუნტერ ბეხლერს, დღეს, სასახლეში გამართული შეხვედრისას.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (8 ივნისი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0032 პუნქტით გაუფასურდა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი კვლავ უნდა დაუბრუნდეს დიდ რვიანს, იტყობინება „ბლუმბერგი“.
ბრიუსელში მიმდინარე ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უნგრელ კოლეგასთან ტიბორ ბენკოსთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
ავსტრიამ გამოაცხადა, რომ ქვეყანაში 7 მეჩეთს დახურავს და რამდენიმე იმამს გააძევებს, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან ფინანსდებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.