ე.წ. მესაზღვრეებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მკვიდრი დააკავეს. 50 წლამდე მამაკაცის დაკავება მაშინ მოხდა, როდესაც იგი საოკუპაციო ზოლის ახლოს საქონელს მწყემსავდა.
საქართველოს ხელისუფლება ქვეყნიდან შენგენის ზონაში გასვლაზე შეზღუდვებს აწესებს. როგორც სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ იტყობინება, დოკუმენტის მიხედვით, ქართველ მესაზღვრეს უფლება ექნება, მოქალაქე ევროკავშირის ზონაში არ შეუშვას.
ინდოეთში სასკოლო ავტობუსის მოძრავ მატარებელთან შეჯახების შედეგად სულ მცირე 13 ბავშვი დაიღუპა, ხოლო სხვა შვიდს კი კრიტიკული დაზიანებები აქვს მიღებული.
რევოლუციურმა ფედერაცია „დაშნაკცუტუნმა“ სომხეთის მმართველი „რესპუბლიკური პარტიიდან“ გასვლის შესახებ გამოაცხადა, იტყობინება „რია ნოვოსტი“.
ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ შეერთებული შტატების და მისი ევროპელი მოკავშირეების ძალისხმევების ლეგიტიმაცია მის ქვეყანასთან მიღწეული ბირთვული შეთანხმების შეცვლასთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და განაცხადა, რომ მათ „უფლება არ აქვთ“ შვიდი მხარის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება ხელახალი მოლაპარაკებების და განხილვების საგნად აქციონ.
საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის საერთაშორისო სამხედრო შტაბის დირექტორი იმყოფება. გენერალ-ლეიტენანტ იან ბრუქს დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უმასპინძლა.
საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას, პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები დაესწრებიან. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით, „რუსთავი 2" ავრცელებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (25 აპრილი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0004 პუნქტით გამყარდა.
პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე აცხადებს, რომ საქართველოს საპატრიარქო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრებას საჭიროდ არ მიიჩნევს. როგორც ზვიადაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, საპატრიარქოს პოზიციით, აღნიშნულ საკითხზე აუცილებელია მსჯელობა.
ჩრდილოეთ კორეის ბირთვული გამოცდის მიწისქვეშა ნაგებობის ნაწილი გამოსაყენებლად უვარგისია მას შემდეგ რაც ბოლო აფეთქების შედეგად მთის შიდა დაზიანებული ნაწილი ჩამოიქცა, იტყობინება „უოლ სთრით ჯურნალი“ ჩინეთის იმ ექსპერტებზე დაყრდნობით, რომლებიც პროცესში არიან ჩართულნი და რომელთა კვლევა მალე უნდა გამოქვეყნდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.