ბაზრებზე ფასები დაეცა მას შემდეგ, რაც პეკინმა შეერთებული შტატების 106 სახეობის პროდუქტზე ტარიფების დაწესების შესახებ გამოაცხადა ვაშინგტონის იმ ნაბიჯის საპასუხოდ, რითაც ჩინურ იმპორტზე ახალი ტარიფები განისაზღვრა, იტყობინება ბრიტანული „გარდიანი“ ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით.
ტურისტების ზრდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების მისაღწევად, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში პოპულარული სამხრეთ კორეული „K-pop“-ის მომღერლებმა კონცერტი გამართეს, რომელსაც ქვეყნის უზენაესი ლიდერი კიმ ჩენ ინი მეუღლესთან ერთად დაესწრო. მან სამხრეთ კორეელ მომღერალთა ჯგუფის წევრებთან ერთად ფოტოც გადაიღო.
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“, რომლის თანახმადაც სულ შეწყალებულია 64 პირი.
საქართველოში ბუნებრივი აირი დამატებით 17 517 ოჯახს მიეწოდება, - გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს მთავრობა კიდევ 19 მუნიციპალიტეტის 80 სოფელსა და 1 ქალაქში განახორციელებს.
საქართველოს მთავრობა ახალი მასშტაბური და მნიშვნელოვანი საგადასახადო ინიციატივებით გამოდის, - როგორც საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ფინანსთა მინისტრის მიერ ინიცირებული სამი ახალი რეფორმა დამატებით ჟანგბადს მისცემს, განსაკუთრებით მცირე მეწარმეებს.
პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ახალი სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარადგინა. მთავრობის მეთაურის თქმით, ახალი ინიციატივა ქვეყნის მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების გზაზე უალტერნატივო ნაბიჯია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ირაკლი ს. დააკავეს.
ქალმა ცეცხლსასროლი იარაღით სამი ადამიანი დაჭრა YouTube -ის ჩრდილოეთ კალიფორნიის შტაბ-ბინასთან, რის შემდეგაც თავი მოიკლა.
ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაცია საქართველოში გარდაუვალია. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ უარი თქვა ეს ახლა გაეკეთებინა, თუმცა უდავოა, რომ ადამიანების წინააღმდეგ მიმართული სახელმწიფო პოლიტიკა თავის სახეს დიდხანს ვერ შეინარჩუნებს. პლატფორმა მზად იყო და კვლავაც ღია რჩება ითანამშრომლოს პოლიტიკის ცვლილებისთვის, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით იმ პროცესის მონაწილე და მხარდამჭერი, რომელიც არსებული პოლიტიკის ფუნდამენტურ ცვლილებას არ მოიაზრებს და კოსმეტიკური ცვლილებებით გეგმავს შეასუსტოს საზოგადოებაში არსებული უკმაყოფილება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.