Facebook-ი დარწმუნებულია, რომ 87 მილიონამდე ადამიანის მონაცემები არასათანადოდ იქნა გაზიარებული პოლიტიკურ საკონსულტაციო ჯგუფ Cambridge Analytica-სთან - გაცილებით მეტი, ვიდრე მანამდე გამჟღავნებული ციფრებია, მათ შორის 1.1 მილიონი დიდ ბრიტანეთში ბაზირებულთა მონაცემებია, იტყობინება BBC.

სრულად...

ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. როგორც ცაგერის მერმა, ავთანდილ უგრეხელიძემ GUARDIAN.GE-ს განუცხადა, მსხვილი პროექტების აბსოლუტურ უმრავლესობას რეგიონული და მუნიციპალური განვითარების ფონდები აფინანსებენ.

სრულად...

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორზე, მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა liga.net-ისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში და განაცხადა, რომ მას სააკაშვილის მსგავსი პოლიტიკოსები „ეზიზღება“, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ის უკრაინის საზღვრის გადაკვეთას კვლავ შეეცდება, სისხლისღვრა გარდაუვალი იქნება.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (4 აპრილი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0017 პუნქტით გამყარდა.

სრულად...

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს მერსედეს ვერა - მარტინს და მისიის სხვა წევრებს შეხვდა. მისია საქართველოში „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ პროგრამის მეორე მიმოხილვის ფარგლებშია ჩამოსული.

სრულად...

საქართველოს მთავრობამ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა, რომლის მიხედვითაც დაბადების ადგილის შესწორება ხდება შესაძლებელი. კანონპროექტი მთავრობის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარადგინა.

სრულად...

გედევან ფოფხაძის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამაუკა მდინარაძე გამოეხმაურა. მდინარაძე ფოფხაძის გადაწყვეტილებას ნაჩქარევსა და არასწორს უწოდებს.

სრულად...

გედევან ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. ფოფხაძემ აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის არჩევის შემდეგ მიიღო. 

სრულად...

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად საპარლამენტო ოპოზიციისა და სახალხო დამცველის კვოტით წარდგენილი კანდიდატები, ნინია კაკაბაძე და იზაბელა ოსიპოვა აირჩია.

სრულად...

მოსკოვის აღმოსავლეთ ნაწილში, სავაჭრო ცენტრ „Персей для детей“-ში ხანძარი გაჩნდა, არიან დაშავებულები. მაშველებს ადამიანები ცეცხლმოკიდებული შენობიდან სამაშველო კიბის მეშვეობით გამოჰყავთ, იტყობინება „რია ნოვოსტი“.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი