ჩვენ შევთხოვთ უფალს, დღევანდელი დღე ყოფილიყოს ჩვენი ერის გამთლიანების, ხვალინდელი დღის იმედების აღსრულების დასაწყისი, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სურამისა და ხაშურის ეპარქიაში, სადაც ახალი ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობა იწყება.
სურამისა და ხაშურის ეპარქიაში ახალი ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობა იწყება.მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ტაძრის საძირკვლის კურთხევის ცერემონიას სრულიად საქართველოს კათლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შეასრულა.
სენაკში, II ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე სამხედრო ქვედანაყოფის დაარსების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
მართლმადიდებელი ეკლესია 15 ივლისს ღვთისმშობლის კვართის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს - ვლაქერნობას აღნიშნავს.
რუსეთმა „საქართველოს ავიახაზების" რეისები შეზღუდა. როგორც „რია ნოვოსტი" იტყობინება, გადაწყვეტილება აღნიშნულის თაობაზე რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ მიიღო.
ფოთის სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. მოვაჭრეებმა დილიდან ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. სამართალდამცავებმა გზის გახსნა სცადეს და სწორედ აღნიშნულს მოჰყვა ხმაური და დაპირისპირება.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული რ.ი. თბილისში, დოდაშვილის ქუჩაზე დააკავეს.
სენაკის მუნიციპალიტეტში, სატირეს მთაზე წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეიდან ისინი ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის კადრირებული საშტაბო ასეულის შემადგენლობაში, 9 თვის განმავლობაში, ახალი სისტემით იმსახურებენ.
თურქეთის ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ აცხადებს, რომ თურქეთი ერთგულია თავისი ნომერ პირველი გეგმის, რაც ევროკავშირში გაწევრიანებას გულისხმობს.
თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობიდან ერთი წელი გავიდა. 2016 წლის 15 ივლისს მომხდარი მოვლენები დღეს მედიის წარმომადგენლებთან თურქეთის ელჩმა საქართველოში, ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ გაიხსენა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.