პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფ ენერგოუსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტს, მაროშ შევჩოვიჩს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში მე-14 საერთაშორისო კონფერენციიდან საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს მცოცავ ოკუპაციასთან და რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით მკაფიო და ნათელი შეფასებებისაკენ მოუწოდა.
„ქრონიკა +"-ის რედაქტორის, ელისო კილაძის შვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა. გადაწყვეტილება აღნიშნულის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ხათუნა ხარჩილავამ ცოტა ხნის წინ მიიღო.
საქართველო გმობს ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას და მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოების ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე - „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მოსკოვის სამხედრო საოლქო სასამართლომ რუსი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობისთვის ზაურ დადაევს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენს ძალისხმევას ფუჭად არ ჩაუვლია - დღეს უკვე გვაქვს ძალიან კონკრეტული და ხელშესახები შედეგები, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე - „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის თქმით, საქართველო-რუსეთის ურთიერთობების უფრო მაღალ დონეზე ასაყვანად, უმჯობესი იქნება ჯერ ბორდერიზაციის პრობლემა აღმოიფხვრას.
„დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში, გასულ კვირას გერმანიის ქალაქ ჰამბურგში რუსეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, რამაც 2 საათი და 15 წუთი გასტანა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას ამერიკა უყვარს, ვლადიმერ პუტინს რუსეთი და ქსი ძინპინგს ჩინეთი და თითოეული მათგანი თავიანთი ქვეყნებისთვის იღწვის.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, საუბრის მთავარი თემები საქართველოს ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული რეფორმები, ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფისკენ მიმართული ნაბიჯები და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის სრულად ათვისება იყო.
ბათუმში მე -14 საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ მიმდინარეობს. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.