დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, სასულიერო პირი 6 მაღალჩინოსნის, მათ შორის, საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისგან  პატივისა და ღირსების შელახვის უარყოფას ითხოვს.

სრულად...

სულ მცირე 16 ადამიანია დაღუპული შეერთებული შტატების სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად. ინციდენტს ადგილი მისისიპის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში სასოფლო დასახლებაში, ორშაბათ საღამოს ჰქონდა ადგილი, როგორც ამას „როიტერსი“ საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

სრულად...

საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკას შორის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ პერსპექტივებზე ისაუბრეს მიხეილ ჯანელიძემ და მოლდოვის პრემიერ მინისტრმა პაველ ფილიპმა ქალაქ კიშინეუში გამართული შეხვედრის დროს.

სრულად...

ერაყის პრემიერ მინისტრმა, ჰაიდერ ალ-აბადიმ მოსულში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე გამარჯვება ოფიციალურად გამოაცხადა. აბადიმ შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად ეროვნული დროშა ააფრიალა მას შემდეგ, რაც „სიცრუის ტერორისტული სახელმწიფოს კოლაფსი“ გამოაცხადა.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (10 ივლისი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0017 პუნქტით გამყარდა.

სრულად...

პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში შექმნილი მდგომარეობიდან ერთადერთ გამოსავლად „ნაჩქარევად, ორი მოსმენით მიღებული კონსტიტუციის ერთპარტიული პროექტის“ შეჩერებასა და კონსტიტუციის ძირითადი, ფუნდამენტური საკითხების გადახედვას მიიჩნევს.

სრულად...

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ირწმუნება, რომ „ივანიშვილი ინსულტირებული, პარალიზებული და სრულიად ქმედუუნაროა“.

სრულად...

გელათის მონასტერი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დამოუკიდებელი სტატუსით დაბრუნდა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ცნობით, უპრეცედენტო გადაწყვეტილება მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა 2017 წლის 10 ივლისს მიიღო.

სრულად...

უმაღლესმა სასამართლომ საიდუმლო სამხილების გაცნობის შემდეგ დაადგინა, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ საუდის არაბეთისთვის იარაღის მიყიდვა კანონიერი იყო.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფოთის სავაჭრო ცენტრში ხანძრის გაჩენის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო. როგორც სამინისტროს პრესსამსახური იუწყება, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიებას შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველო საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლით აწარმოებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი