საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ ის, რამაც 2008 წელს რუსული აგრესია შეაჩერა, დღეს ქვეყანას მცოცავი ოკუპაციის შესაკავებლადაც კი აღარ გააჩნია - მისი აზრით, აგვისტოს ომის დროს, საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მობილიზაციის პირობებში, თბილისის მისადგომებთან მოსულმა მტერმა იერიში შეწყვიტა, დღეს კი, მისივე განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს „ჭირისუფლებიც" აღარ ჰყავს, „რუსეთმა თავის მიზანს მიაღწია".
პირადად ჩემსა და პრემიერ მინისტრს შორის არის სრული კოორდინაცია საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ჩინეთმა სამაშბათს უჩვეულოდ ძლიერი გამონათქვამებით უპასუხა შეერთებული შტატებისაგან არაერთგზის მოწოდებას ჩრდილოეთ კორეაზე უფრო მეტი ზეწოლის განხორციელებასთან დაკავშირებით, დაჟინებით მოითხოვა რა, შეჩერდეს „ჩინეთის პასუხისმგებლობის თეორიაზე“ საუბრები და განაცხადა, რომ ყველა მხარემ თავისი წილი ტვირთი უნდა ზიდოს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (11 ივლისი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0006 პუნქტით გამყარდა.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში პრეზიდენტის როლთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
პრეზიდენტი ოთხი თვის განმავლობაში აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზის გამო უარს ამბობდა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართვაზე, ასეთ დროს მისი პოზიტიური როლის გამოკვეთა არის პრაქტიკულად შეუძლებელი, აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ორი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის უკან დაბრუნებას გამორიცხავს, თუმცა, აცხადებს, რომ „არის პროცედურულ-სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ კონსენსუსის შემთხვევაში ცვლილებები აისახოს“.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე „პატრიოტთა ალიანსის" მოსკოვში ვიზიტს ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული ვიზიტი შედეგის მომტანი არ იქნება.
„მათ ერთადერთი ამოცანა აქვთ, კრემლის კარზე ჩაანაცვლონ ის ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც მანამდე უფრო პოპულარულები იყვნენ მოსკოვისთვის“, აღნიშნული განაცხადება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა, „პატრიოტთა ალიანსის" წევრების დღეს დუმაში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებით გააკეთა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უფროს ვაჟს, დონალდ ტრამპ უმცროსს უთხრეს, რომ მისთვის რუსი ადვოკატის მიერ ჰილარი კლინტონზე შეთავაზებული მასალები ნაწილი იყო რუსეთის მთავრობის ძალისხმევისა, დახმარება გაეწიათ მამამისის საარჩევნო კამპანიისათვის, იტყობინება „ნიუ იორკ თაიმსი“ იმეილის შინაარსის შესახებ ინფორმაციის მქონე სამ წყაროზე დაყრდნობით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.