საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ. 

სრულად...

ფოთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას „რუსთავი 2" ავრცელებს.

სრულად...

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ზესტაფონის (კმ138–კმ193) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

სრულად...

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, ფოტოები რომლებიც მედიის საშუალებით გავრცელდა, მისი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან გამოსვლის დროს არის გადაღებული. 

სრულად...

22-წლიანი მმართველობის შემდეგ გამბიის ყოფილმა პრეზიდენტმა, იაჰია ჯამეჰმა ქვეყანა დატოვა. BBC-ის ცნობით, იგი თვითმფრინავით გვინეაში გაემგზავრა, საიდანაც ეკვატორულ გვინეაში დევნილის სტატუსით გადავა.

სრულად...

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული შ.მ., ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში დააკავეს.

სრულად...

სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა და ბევრი დაშავდა ინდოეთის შტატ ანდჰრა პრადეშში მატარებლის ლიანდაგებიდან გადასვლის შედეგად. ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) ოფიციოზზე დაყრდნობით ავრცელებს.

სრულად...

ასეულობით ათასი ქალი გამოვიდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ვაშინგტონის, ნიუ-იორკის, ლოს-ანჯელესის, ჩიკაგოს და ბოსტონის ქუჩებში. როგორც „როიტერსი“ წერს, ტრამპმა ბევრი ლიბერალი ამერიკელი გაანაწყენა თავის კომენტარებით ქალებზე, მექსიკელებსა და მუსულმანებზე, საზღვარგარეთ კი ბევრმა წუხილი გამოთქვა მის საინაუგურაციო მიმართვისას წარმოთქმული სიტყვების - „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ - გამო.

სრულად...

„ერთიანი  ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ვანო მერაბიშვილის გენერალური მდივნის თანამდებობაზე დატოვების საკითხი პარტიის ყრილობის დღის წესრიგში შეტანილი არ ყოფილა.

სრულად...

„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტის შემმუშავებელმა სამუშაო ჯგუფმა, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებშია შექმნილი, პირველი შეხვედრა გამართა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი