საქართველოს მასშტაბით, 11 000-ზე მეტი ოჯახის გაზიფიცირება განხორციელდება, - გადაწყვეტილებას, ენერგეტიკის სამინისტროს ასიგნებიდან, ამ მიზნით, 20 მილიონი ლარის გამოყოფის შესახებ, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მიიღებს.
ჩვენ უნდა მივიღოთ ქვეყნის საჭიროებებიდან და რეალობიდან გამომდინარე, საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობის მქონე კონსტიტუცია, - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყნის უმთავრეს კანონში ცვლილებებზე საზოგადოების ფართო შემადგენლობა მუშაობს.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ესპანეთსა და დავოსში სამუშაო ვიზიტები შეაფასა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალურ ვიზიტად ფინეთის რესპუბლიკაში იმყოფება.
ლევან იზორიას ხელმძღვანელობით თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ ჰელსინკში ორმხრივი შეხვედრები გამართა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროპის ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. პირველი ქვეყანა, რომელსაც ლევან იზორია დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად სტუმრობს, ფინეთის რესპუბლიკაა.
იტალიის ქალაქ ბარიში საქართველოს მოქალაქე 45 წლის მამაკაცი მოკლული იპოვეს. ინფორმაციას bari.repubblica.it ავრცელებს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ვანო მერაბიშვილის გადაწყვეტილებით, ის „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის თანამდებობას აღარ იკავებს.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია 23-27 იანვარს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სასესიო და საკომიტეტო მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტისას შეხვედრები პოლიტიკურ ჯგუფებთან გაიმართება.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო ფრაქციის - „ნაციონალური მოძრაობა“ რეგისტრაციის საკითხი განიხილა.
ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე „გაზპრომის" საკითხთან დაკავშირებულ კრიტიკას „სპეციალურად ატეხილ აჟიოტაჟს" უწოდებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.