საქართველო და შვედეთი - თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში არასტაბილურ მსოფლიოში - ამ სახელწოდებით გაიმართა სტოკჰოლმის ანალიტიკურ-კვლევით ცენტრში დისკუსია, რომელშიც საქართველოსა და შვედეთის თავდაცვის მინისტრები ლევან იზორია და პიტერ ჰულტქვისტი მონაწილეობდნენ.
„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრის, გივი თარგამაძის განცხადებით, უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო იძლევა გარანტიას, რომ ქართველი სამხედრო ვიცე პოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძე აპელაციაზე გათავისუფლებული იქნება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი სკანდინავიის ქვეყნებში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. ლევან იზორია ფინეთის შემდეგ შვედეთის სამეფოს ეწვია.
თუ უკრაინა გადასცემს გია ცერცვაძეს რუსეთს, გია ცერცვაძე იქედან ცოცხალი არასოდეს არ დაბრუნდება, - აღნიშნული განცხადება ვიცე პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის მეუღლემ, ტატიანა მესხმა „რუსთავი 2"-ის გადაცემაში „არჩევანი" გააკეთა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა გიორგი ცერცვაძის საქმეზე განცხადება გააკეთა. სააკაშვილი ფიქრობს, რომ ქართველი მებრძოლების შესახებ ინფორმაცია რუსეთმა საქართველოს მთავრობისგან მიიღო.
საქართველოს მთავრობამ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა. პროექტი მთავრობის სხდომას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარუდგინა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სასამართლო სისტემის რეფორმის ე.წ. მესამე ტალღასთან დაკავშირებულ პაკეტს ვეტო დაადო.
სენატმა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორად მაიკლ პომპეო დაამტკიცა. აღნიშნულ ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო როიტერსი ავრცელებს.
საქართველოში მზის ელექტროსადგურების მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა იწყება - გადაწყვეტილებას მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მიიღებს.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა დონალდ ტრამპს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტად არჩევა კიდევ ერთხელ მიულოცა და მას წარმატებები უსურვა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო იყო და რჩება აშშ-ის მთავარ მოკავშირედ რეგიონში. მანვე იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაფართოვდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.