დონალდ ტრამპმა ფიცის დადების შემდეგ წარმოთქმულ საინაუგურაციო სიტყვაში აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში ვაშინგტონი გააძლიერებს ძველ ალიანსებს, მაგრამ ამავე დროს შექმნის ახალ კავშირებსაც. მან თქვა, რომ „ჩვენ არ ვეცდებით დავუწესოთ ვინმეს ჩვენი ცხოვრების წესი, მაგრამ ამის ნაცვლად მოვახერხებთ იმას, რომ მან [ამერიკამ] იბრწყინოს როგორც მაგალითმა“.
დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი გახდა, მას შემდეგ რაც ცოტა ხნის წინათ ფიცი დადო. მანამდე ფიცი ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა დადო.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ვანო მერაბიშვილის მიერ ცოტა ხნის წინათ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელს, კიასტუტის იანკაუსკასს შეხვდა.
მინდა გაცნობოთ, რომ დღეს გამართულ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე, პარტიის გენერალურ მდივნად არჩევაზე მე თანხმობა არ განმიცხადებია, - აღნიშნული განცხადება ვანო მერაბიშვილის ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა.
პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს დელეგაციის მონაწილეობის შედეგებზე ისაუბრა და ორდღიან ვიზიტს წარმატებული უწოდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია გახდა. მელია პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ ყრილობაზე აირჩიეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე მიიღეს გადაწყვტილება, რომლის მიხედვითაც პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდე ვაკანტური რჩება.
ჩემო ძვირფასებო, ჩემო თამებრძოლებო და მეგობრებო, მინდა მოგილოცოთ რომ ივანიშვილისეული გეგმა „ნაციონალური მოძრაობის" „გაქოცების" და „ნაციონალური მოძრაობის" ჯიბეში ჩადების, ჩაიფუშა, - ასე მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვაშინგტონიდან პირდაპირი ჩართვისას თბილისში, სპორტის სასახლეში, „ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე შეკრებილებს
ქელეხს გვიმზადებდნენ და დაბადების დღე გამოუვიდათ - ეს იმიტომ, რომ სიმართლე არის ჩვენს მხარეზე, - აღნიშნული განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ სპორტის სასახლეში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.