ბერლინის ცენტრში საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომანქანით მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი და გერმანიის პოლიციის მიერ მთელი ევროპის მასშტაბით ძებნაგამოცხადებული ახალგაზრდა ტუნისელი მამაკაცი მიმდინარე წლის დასაწყისში პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ამის შესახებ BBC წერს.

სრულად...

სირიაში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან გააფთრებული ბრძოლებისას 14 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა, სხვა 33-მა კი ჭრილობები მიიღო. ინფორმაციას BBC თურქეთის არმიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სრულად...

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სუროგატული ალკოჰოლის გაყიდვების შესაჩერებლად უფრო მკაცრი სამთავრობო ზომების მიღებაზე ბრძანება გამოსცა მას შემდეგ, რაც აბაზანის ალკოჰოლური ხსნარის დალევისაგან რუსეთში ათეულობით ადამიანი გარდაიცვალა.

სრულად...

თბილისში, საბურთალოს რაიონში, დიდი დიღმის მე-3 მიკრო რაიონის დასაწყისში, საავტომობილო გზის პირას მდგარმა შუა ხნის ქალმა „შიმშილისგან გრძნობა დაკარგა“, რის შედეგადაც იგი წაიქცა და მოძრავ მსუბუქ ავტომანქანას დაეცა.

სრულად...

ბერლინის ცენტრში საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომანქანით მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით გერმანიის პოლიცია ტუნისელ მამაკაცს ეძებს. ძებნის ოპერაცია მთელ ევროპის გასწვრივ, შენგენის წევრი ქვეყნების მასშტაბით გამოცხადდა, მას შემდეგ რაც პროკურორებმა ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება მოახდინეს. პოლიციამ ძებნის ორდერი შუაღამისას გასცა, მაგრამ დეტალები არ ხმაურდება.

სრულად...

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, უწყებაში ისევე როგორც სხვა სამინისტროებში, რესტრუქტურიზაცია იგეგმება.

სრულად...

ტელეკომპანია "იმედის" ცნობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონიდან დღეს 100-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის თავდაცვის მინისტრს, ვიგენ სარგსიანს შეხვდა. 

სრულად...

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სათხილამურო სეზონის დაწყების წინ, ბაკურიანში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოთხილამურე პატრულის თანამშრომლებს შეხვდა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით დავალებები მისცა.

სრულად...

102 წლის მეცნიერმა ავსტრალიის უნივერსიტეტში სამუშაოს შენარჩუნების მიზნით ადმინისტრაციასთან ბრძოლა მოიგო. უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, დევიდ გუდოლს მომავალ წელს სახლიდან უნდა ემუშავა, რადგან მისი დასავლეთ ავსტრალიის კოუენის უნივერსიტეტში ყოფნა უსაფრთხოების რისკების შემცველად მიიჩნიეს. მაგრამ უნივერსიტეტმა ახლა ალტერნატიული სამუშაო სივრცე გამონახა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი