საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს, ავტომანქანების ციმციმებით მოძრაობის აღსაკვეთად, სპეციალური ზომები მიიღოს.
სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების სარეაბილიტაციო-სასტუმრო სახლის მშენებლობა იწყება, - პროექტის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის თქმით, პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მთავრობა შეძლებს გაცემული დაპირებების შესრულებას.
კოლუმბიაში მომხდარ ავიაკატასტროფას, ბოლო მონაცემებით, 76 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო "როიტერსი" კოლუმბიის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშკარაა, რომ საქართველო დიდ პროგრესს აღწევს მიზნის მისაღწევად, - აღნიშნული განცხადება საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, იან კელიმ გააკეთა, რომელიც ვაშლიჯვრის ბაზაზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების 17 წლის იუბილის აღსანიშნავად გამართულ ცერემონიას დაესწრო.
თვითმფრინავმა, რომელსაც 72 ადამიანი გადაჰყავდა, მათ შორის ბრაზილიური საფეხბურთო გუნდის წევრებიც, კოლუმბიის ქალაქ მედელინთან მიახლოებისას კატასტროფა განიცადა. ინფორმაციას BBC ოფიციოზზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა პარკ ჟინ ჰემ განაცხადა, რომ მან სთხოვა პარლამენტს დაეხმაროს გამოსავლის მოძებნაში, წავიდეს თანამდებობიდან. ამის შესახებ BBC წერს.
მოელიან, რომ შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი მის კაბინეტში ერთ-ერთ ყველაზე საკვანძო, სახელმწიფო მდივნის პოსტზე კანდიდატურას სამშაბთს დაასახელებს. ტრამპის წარმომადგენლის, ჯეისონ მილერის განცხადებით, სამშაბათ საღამოს ტრამპს ვახშამი ექნება მით რომნისთან, 2012 წლის „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატთან, რომელიც „უმაღლესი დონის“ კანდიდატია პოსტისათვის.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ არ არსებობს სამხილი მხარი დაუჭირონ დონალდ ტრამპის მტკიცებას იმის შესახებ, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ფართომასშტაბიან გაყალბებას ჰქონდა ადგილი.
ეჭვმიტანილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს მას შემდეგ, რაც ოჰაიოს უნივერსიტეტის კამპუსში მის მიერ განხორციელებული თავდასხმისას რვა ადამიანმა დაზიანებები მიიღო. ამის შესახებ BBC წერს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.