ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ ევროპარლამენტის უპირობო მხარდაჭერის იმედი ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ საკითხში, - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, მარტინ შულცმა საქართველოს პრემიერ მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა გააფრთხილა არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმის თაობაზე, რომ ირანის ბირთვული შეთანხმების დასრულება „კატასტროფა“ და „უგუნურების მწვერვალი“ იქნებოდა.
შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი „სრულად ტოვებს ბიზნესს“, რათა ფოკუსირება მოახდინოს პრეზიდენტობაზე და თავიდან აიცილოს მოსალოდნელი ინტერესთა კონფლიქტი.
ფიდელ კასტრო 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო საერთაშორისო პოლიტიკაში მტკიცედ დამკვიდრებული ფიგურა. მაგრამ მისი მმართველობის შესახებ აზრები გაყოფილია. მსოფლიოს გარშემო ლიდერებმა თავად უნდა გადაწყვიტონ დაესწრებიან თუ არა კუბის ყოფილი ხელმძღვანელის, რევოლუციონერი ფიდელ კასტროს დასაფლავებას.
„რესპუბლიკელმა“ მით რომნიმ არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდასაჭერად ემოციური განცხადება გააკეთა, შეეცადა რა გაეფანტა მის მიმართ ეჭვები ტრამპის მხარდამჭერებს შორის, რომ იგი კამათის საგნად რჩება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე.
გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნები რუსეთის ჰაკერების სამიზნე შეიძლება გახდეს, რომელთა განზრახვაც დეზინფორმაციის გავრცელება და დემოკრატიული პროცესისთვის ძირის გამოთხრა იქნება. აღნიშნულ საკითხზე ბრიტანული „გარდიანი“ წერს.
შეერთებულმა შტატებმა აღიარა, რომ აღმოსავლეთ სირიაში განხორციელებული თავდასხმისას "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მებრძოლი სირიის ათეულობით სამხედრო პირი მოკლა.
მე მინდა მოგილოცოთ - თქვენ ხართ ძალიან ახლოს ასოცირების განხორციელების პროცესში და მნიშვნელოვან საფეხურზე დგახართ, - აღნიშნული განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი მიიჩნევს, რომ საქართველოში პრესის თავისუფლება გარანტირებული იქნება.
პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად შეიმუშავა ე.წ. ლარიზაციის გეგმა, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი გრძელვადიანი და საშუალოვადიანი ნაბიჯები. ერთი ასეთი კი პრემიერის თქმით იქნება ერთჯერადი სოციალური აქცია, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მოხდება "2015 წლის 1 იანვრამდე ფიზიკურ პირებზე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ლარში გადატანა, არსებულ კურსს მინუს 20 პუნქტის ოდენობით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.