ჩვენ წამოვიწყეთ უპრეცედენტოდ ამბიციური პროექტი, რომ საქართველოს 2000 დასახლებულ პუნქტში მივიდეს ოპტიკურ-ბოჭკოვანი, სწრაფი ინტერნეტი, – გიორგი კვირიკაშვილი.
რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანის ცერემონიაზე დედა ტერეზა წმინდანად გამოაცხადა. წმინდა პეტრეს მოედანზე აღვლენილ მესასა და კანონიზაციას ათი ათასობით ადამიანი ესწრებოდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ჩვენ უნდა დავამშვიდოთ საზოგადოება, აღარ უნდა იყოს კონფრონტაცია, ერთმანეთთან დაპირისპირება; შეიძლება, ყველა ერთ აზრზე არ ვიყოთ, მაგრამ უნდა არსებობდეს სულისკვეთება საზოგადოებაში, რომ ყველანი ერთად ერთ სასარგებლო საქმეს ვაკეთებთ, – გიორგი კვირიკაშვილი.
36 ადამიანი დაიღუპა ავღანეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ზაბულის პროვინციაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. BBC–ის ცნობით, ყანდაარიდან ქაბულის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო ავტობუსი ბენზინმზიდს შეეჯახა.
"ძალიან საინტერესო გეგმები გვაქვს, თუ როგორ გავზარდოთ ახმეტის სატრანზიტო ფუნქცია. ჩვენ ძალიან საინტერესო გეგმები გვაქვს თუშეთის მიმართულებით", – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ახმეტაში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას.
გონივრული საგარეო პოლიტიკის მეშვეობით ჩვენ შევძელით ის, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდით დასავლეთს და ამავე დროს ავიცილეთ საფრთხეები რუსეთთან მიმართებაში, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა კახეთის რეგიონში, ახმეტის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.
დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირის დატოვების წინ, უნდა მოემზადოს „რთული დროებისთვის“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ.
თელავის რაიონში, სოფელ წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის და ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე საერთაშორისო სტანდარტების, პირველი ბრენდირებული სასტუმრო „წინანდალი რედისონი“ აშენდება.
საქართველოს პროკურატურის მიერ, მოწმეზე ზემოქმედების განხორციელების ფაქტზე, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დავით ნაცვლიშვილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მესამე ნაწილით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.