ფილიპინების პრეზიდენტის, როდრიგო დუტერტეს მშობლიურ ქალაქში ვიზიტისას მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა, ათეულობით კი დაჭრილია. ინფორმაციას ამის შესახებ ოფიციოზზე დაყრდნობით "როიტერსი" ავრცელებს.
უზბეკეთის მთავრობამ დაადასტურა პრეზიდენტ ისლამ კარიმოვის გარდაცვალება, 6 დღის შემდეგ რაც ის საავადმყოფოში ინსულტის გამო გადაიყვანეს.
პრემიერ-მინისტრმა, კოოპერატივ „დარჩელის“ ტერიტორიაზე, სახელმწიფოს დახმარებით შექმნილი სხვადასხვა საწარმოს და კოოპერატივის წარმომადგენლების მიერ გამოფენილი პროდუქცია დაათვალიერა, დააგემოვნა და მეწარმეებს გაესაუბრა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებს, სვენეთსა და ახალშენს შორის მდებარე გუდაბერტყას ნამოსახლარზე ძველი წელთაღრიცხვის IV-III ათასწლეულის ნახანძრალი შენობა აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ, საკულტო ნაგებობაა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის პრეზიდენტისა და აფხაზეთის არაღიარებული სახელმწიფოს დელეგაციის შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. მისი შეფასებით ეს ყველაფერი პოლიტიკური სპეკულაციაა.
დღეიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 179 ოფიცერი შეემატა. იუნკერთა ბატალიონისა და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსდამთავრებულების ფიცის დადების ცერემონიალი გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.
მინდა ყველა თქვენგანს მოვუწოდო და ვთხოვო, რომ იყავით იმედიანები იმიტომ, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე აუცილებლად იქნება დღევანდელზე უკეთესი, - მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა სენაკის მოსახლეობას, სადაც მან პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ბერაია წარადგინა.
მშურს ქალაქ ხობის თითოეული მოქალაქის, ვინაიდან მათ ეყოლებათ ისეთი ადამიანი საქართველოს პარლამენტში, როგორიც ირაკლი ბერაიაა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა ხობში, სადაც მან ადგილობრივებს პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ბერაია წარუდგინა.
გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამწყობრო მოედანზე იუნკერთა ბატალიონის IV კურსის და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის დასრულების საზეიმო ცერემონია გაიმართა.
დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული 6 ავტომანქანა და თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე 589 კვ.მ. კომერციული ფართი დაუბრუნდებათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.