ნახეთ, სად ვიყავით და სად მოვედით – ოთხ წელიწადში რომ სახელმწიფო შენდებოდეს და ეკონომიკა შენდებოდეს, ყველა ასეთი იქნებოდა დღეს და აღარავინ იქნებოდა გაჭირვებული, – აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა გურიაში რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას გააკეთა.
საქართველოს ვიზა–ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით LIBE-ში თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა აქვს, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.
150 ახალი და 700 გაფართოებული საწარმო, 1 611 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში დაზღვეული 23 677 ჰექტარი მიწის ფართობი და ა.შ, - ოთარ დანელიამ დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრის რანგში ბოლო, შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ერთმნიშვნელოვნად აგებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, ერთადერთ შანსს ხედავს გარკვეული ტიპის არეულობის შექმნაში“,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის მინიჭებაზე ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში (LIBE) კენჭისყრა დღეს გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს "საზოგადოებრივ მაუწყებელს" LIBE-ს კომიტეტის თავმჯდომარემ კლაუდე მოარესმა განუცხადა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს ოფიციალურ ვიზიტად სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, კვირიკაშვილი შეხვედრას გამართავს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან და სომხეთის პრემიერ მინისტრ ჰოვიკ აბრაჰამიანთან.
პოლიტიკური გაერთიანება "პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერმა დღეს თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგენა.
პოლიტიკურმა გაერთიანებამ "პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით ვაპირებთ სიარულს; ჩვენი საზოგადოება ამ დაპირისპირებას, ერთმანეთის ლანძღვა-გინებას და კონფრონტაციას ვეღარ აიტანს, - გიორგი კვირიკაშვილი.
მიგრანტების დახმარების საქმეში მხოლოდ გლობალურ ძალისხმევას შეუძლია რეალური შედეგების მოტანა, – აღნიშნული განცხადება ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა ჩინეთში, "დიდი ოცეულის" ფარგლებში გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.