რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ უმცირესობის მიერ დაწყებულ ამბოხებას დაძლევს. როგორც თურქულ CNN-ს მან მობილური ტელეფონით საუბრისას განუცხადა, ქმედება არის „პარალელური სტრუქტურის“ მიერ განხორციელებული, რასაც საჭირო პასუხები გაეცემა.
თურქეთის შეიარაღებულმა სამხედრო ჯგუფმა განაცხადა, რომ ქვეყანაზე კონტროლი აიღო. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცლებს.
არა მხოლოდ შეერთებული შტატები, არმედ მთელი მსოფლიო დღეს საფრანგეთის გვერდით დგას, განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ. თავდასხმა არის „საფრთხე ყველა ჩვენგანისთვის“, თქვა მან.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ ფილიალის, „ცენტრ პოინტ აჭარას“ ყოფილი დირექტორისთვის, სალომე ჩარკვიანისთვის საპროცესო შეთანხმების დასამტკიცებლად სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ ნიცაში მომხდარი თავდასხმისას მოკლული 84 ადამიანის გარდა, 50 სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იმყოფება.
ნიცაში მომხდარი თავდასხმის მსხვერპლთა იდენტიფიცირება მიმდინარეობს. მსოფლიო მედიაში აღნიშნულის თაობაზე უკვე გარკვეული ინფორმაციები ვრცელდება.
ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ იგი "შოკირებული და დამწუხრებულია შემაძრწუნებელი თავდასხმით", რომელიც ნიცაში მოხდა და დიდი ბრიტანეთი საფრანგეთის "მხარდამხარ" იდგება. ამის შესახებ BBC წერს.
საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა მანუელ ვალსმა განაცხადა, რომ ტერორიზმი არის საფრთხე, რომელიც "საფრანგეთს მძიმედ დააწვა".
ნიცას მერმა, ქრისტიან ესტროსიმ ადგილობრივ მედიას საფრანგეთში განუცხადა, რომ ნიცაში მომხდარი თავდასხმისას დაახლოებით 10 ბავშვი არის მოკლული.
საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას საქართველოს პრემიერ მინისტრი ეხმაურება და "შემაძრწუნებელ ტრაგედიას" უწოდებს. გიორგი კვირიკაშვილი ფრანგ ხალხსა და საფრანგეთის მთავრობას სამძიმარს უცხადებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.