ევროპის საბჭო მყარად დგას საქართველოს გვერდით, - ეს განცხადება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პედრო აგრამუნტმა საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე გააკეთა.
იმედი მაქვს, რომ მომზადებული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ვარშავაში, - აღნიშნული განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ქართველ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
რა თქმა უნდა, ვიცი, რომ საქართველოში უდიდესი მოლოდინია ვიზა-ლიბერალიზაციის მიმართ. მინდა ცალსახად გითხრათ, რომ ამ ძალიან დიდ და ხანგრძლივ პროცესში საქართველომ უდიდესი ნაბიჯები გადადგა წინ, - ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი საქართველოს 6 ივლისს ეწვევა და ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებების გარდა შეხვედრებს ქართული ოპოზიციური პარტიების ლიდერებთანაც გამართავს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოშია - ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი დღეს ქართველ კოლეგას შეხვდა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, აშშ-ის საელჩოს მიერ გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო და სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს.
დღეიდან 1–ლი ივლისიდან ძალაში შედის საპენსიო ცვლილებები. ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ პენსიების ზრდის პროცესი რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. მისი თქმით, 1–ლი ივლისიდან ასაკით პენსიონერების პენსია 180 ლარი ხდება, მთაში მცხოვრები ასაკით პენსიონერების პენსია კი 1–ლი სექტემბრიდან 216 ლარი გახდება.
ირანში 4 სახელმწიფო ბანკის მთავარი ხელმძღვანელი პირები სამსახურებიდან გაათავისუფლეს, რაც მათი ხელფასების ფართოდ გახმაურებულ კრიტიციზმს უკავშირდება. ინფორმაციას BBC სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ირნაზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი ქართულ დელეგაციასთან ერთად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.