სტამბულის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა. ბოლო მონაცემებით, მოკლულია 36, დაჭრილია ათეულობით ადამიანი. აღნიშნულ ინფორმაციას BBC თურქეთის ოფიციოზზე დაყრდნობით ავრცელებს.
სტამბულის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა, დაჭრილია რამდენიმე ადამიანი. აღნიშნულ ინფორმაციას "როიტერსი" თურქეთის ოფიციოზზე დაყრდნობით ავრცელებს.
საქართველო უდიდეს ბიზნესპოტენციალს სთავაზობს მათ, ვინც ახალ საინვესტიციო მიმართულებებს ეძებს; ეს ეხება ქვეყნის სწრაფად განვითარებად სექტორებს - სუფთა ენერგია, ტურიზმი, წარმოება, რეგიონალური სერვისები, ლოჯისტიკა და აგრობიზნესი, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შვეიცარია-საქართველოს ბიზნესფორუმზე შეკრებილ ბიზნესმენებს.
აშშ-ს ელჩი საქართველოში, იან კელი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებას რეფორმების ნაწილს უწოდებს.
ევროპარლამენტმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ფორმალური პროცედურის დაუყოვნებლივ დაწყების შესახებ რეზოლუცია მიიღო.
პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის განცხადებით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით საკითხების საჯარო განხილვამ შესაძლოა ქვეყნის ინტერესები დააზარალოს.
ევროპის პარლამენტში დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებისთვის ხმის მიცემის შესახებ დებატებისას ცხარე კამათს ჰქონდა ადგილი. მთავარი სამიზნე დატოვების კამპანიის ცენტრალური ფიგურა, დიდი ბრიტანეთის დამოუკიდებელი პარტიის ლიდერი ნაიჯელ ფარაჯი იყო, რომელსაც "მატყუარა" უწოდეს. მას "ნაცისტური პროპაგანდის" წარმოებაშიც დასდეს ბრალი.
დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ინგლისურმა ენამ შესაძლოა ევროკავშირის ოფიციალური ენის სტატუსი დაკარგოს.
საქართველოს პრეზიდენტი პირველ ლედისთან და ქართულ დელეგაციასთან ერთად მიმდინარე წლის 29 ივნისს ბერლინს ეწვევა.
გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, ის მიესალმება ნებისმიერ წინადადებას, რომელიც ევროპას კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.