თამაზ მეჭიაურმა დღეს განაცხადა, რომ საკუთარ პარტიას ქმნის და გოგი თოფაძის მიმართ დიდი პატივისცემის მიხედავად სხვა პარტიით არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს. მეჭიუარი აცხადებს, რომ ამის მიუხედავად გოგი თოფაძის პარტიასთან სიამოვნებით ითანამშრომლებს.
ისრაელის თავდაცვის მინისტრი, მოშე იაალონი გადადგა. განცხადებაში, რომელიც მან სოციალური ქსელით გაავრცელა ნათქვამია, რომ იაალონმა აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნათანიაჰუს ქმედებების გამო მიიღო.
დღეს ჩვენ ვიმსჯელებთ ვიზა-ლიბერალიზაციის დაწესებაზე მეტი ქვეყნისთვის. ერთი მხრივ, ეს უფრო მეტ სარგებელს მოგვიტანს, მაგრამ მეორე მხრივ, უფრო მეტ რისკსაც. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ შეჩერების მექანიზმზე ვიმსჯელებთ, - აღნიშნული განცხადება ბრიუსელში, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ნიდერლანდების იუსტიციისა და მიგრაციის მინისტრმა, კლაას დიკჰოფმა გააკეთა.
გაუგებარია, რატომ ჩათვალა პრეზიდენტმა, რომ “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს პარლამენტი ვენეციის კომისიაში არ აგზავნის და რაში სჭირდება მას ზედმეტი აჟიოტაჟი, განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა მანანა კობახიძემ.
ევროკავშირი და გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP) 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგს იწყებენ. ეს განცხადება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა და გაერო-ს განვითარების პროგრამის მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში შომბი შარპმა განაცხადეს.
შეკითხვები გვაქვს არა პროკურატურის, არამედ კანონის მიმართ, - აღნიშნული განცხადება ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში, უილიამ ლაჰიუმ მთავარ პროკურატურაში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის მერიაში უახლოეს მომავალში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება.
თურქეთის მმართველმა პარტიამ პრემიერ მინისტრის პოსტზე ბინალი ილდირიმი ოფიციალურად წარადგინა. იგი ამჟამად ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრია. ილდირიმი პირობას დებს, რომ ტერორიზმის საფრთხეებს შეებრძოლება.
საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ ანა ფოტიგამ გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.