ევროკომისარმა მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსმა იუსტიციისა და საშინაო საქმეების საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. შეჩერების მექანიზმის გადახედვაზე მიღწეული შეთანხმებით კმაყოფილია.
პოლიტსაბჭოს ახალმა წევრმა, დავით კოღუაშვილმა ორიოდე დღეში მოხსნა ყველანაირი რეკორდი ძალიან დაუფიქრებელი განცხადებებით, -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "ქარტული ოცნების" პოლიტსაბჭოს ახალი წევრის, დავით კოღუაშვილის მიერ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრების, გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილის მისამართით გაკეთებული განცხადების შეფასებისას.
სამწუხაროდ, ჩემი შიშები მართლდება “ქართული ოცნების“ დავარცხნილი “ნაციონალებით“ და “რესპუბლიკელებით“ დაკომპლექტების თაობაზე, - ასე აფასებს დეპუტატი თამაზ მეჭიაური “ქართული ოცნების“ ახალი წევრის, დავით კოღუაშვილის განცხადებებს, მიხეილ სააკაშვილთან, გიგი უგულავასთან და ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით.
ეროვნული ვალუტის გამყარებასთან დაკავშირებით ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია guardian.ge -ს ესაუბრა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, გიორგი სეთურიძის განცხადებით, ქუთაისი-ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის ძირითადი ნაწილი წელს დასრულდება.
ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭირა ე.წ. ”შეჩერების მექანიზმის” გადახედვას, რომელიც ითვალისწინებს უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერებას იმ შემთხვევაში, თუ მესამე ქვეყანამ ვიზალიბერალიზაციით გათვალისწინებული პირობები დაარღვია.
ტელეკომპანია ”საქართველოს” წილებს ყადაღა მოეხსნა. ტელეკომპანია ”რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ დღეს დილით მიიღო.
”ამ წუთში არის ის წინაპირობები, რომ ლარი გამყარდეს. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელვანია ის მოლოდინები, რომელიც მოსახლეობას აქვს”, - განაცხადა განაცხადა გვენეტაძემ, - ეს განცხადება ”ეროვნული ბანკის” პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ”ბიზნესკონტაქტის” ეთერში სტუმრობისას გააკეთა.
რუსეთს, აფხაზეთის საზღვარზე საქართველოს მოქალაქის დაღუპვასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.