საქართველოსთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონის სტაბილურობაა და ამ მიზნით ქვეყანა ყველა მეზობელთან სათანადოდ თანამშრომლობს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი აზერბაიჯანში სამმხრივი მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ყარაბაღის კონფლიქტის თემაზე დასმულ შეკითხვას.
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სიის სათავეში დავით ბაქრაძე იქნება, ათეული კი ძირითადად ახალი სახეებით დაკომპლექტდება, - ეს განცხადება პარტიის წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა პოლიტსაბჭოს დღევანდელი სხდომის დაწყებამდე გააკეთა. სხდომაზე განსახილველი ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ საარჩევნო სიის ფორმირებაა.
უამინდობის გამო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობა მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადადის. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ძლიერი სეტყვა დაახლოებით16:00 საათზე დაიწყო და თხუთმეტი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 13-მა პოლიტიკურმა პარტიამ უკვე ოფიციალურად გამოხატა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მათ, რეგისტრაციის მიზნით, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე შეიტანეს ცესკოში განაცხადები.
ბათუმში, 6 მაისის პარკში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გაიხსნა, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ წმინდა მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეს საღმრთო ლიტურგია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შეასრულა.
”ევროვიზიის” კონკურსის გამარჯვებული უკრაინელი ჯამალა გახდა. შესაბამისად, უკრაინამ 2017 წლის ”ევროვიზიის” მასპინძელი ქვეყნის სტატუსი მოიპოვა.
იემენის საპორტო ქალაქ მუკალაში მომხდარ აფეთქებას 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა”ალ არაბია” ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.