აზერბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს კვლავ ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხური მხარე დღეს დილით აზერბაიჯანის პოზიციებს თავს დაესხა, რასაც ერთი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
კანადის ხელისუფლებამ 12 ათას მუშას ნავთობმომპოვებელი საწარმოების დატოვება სთხოვა. BBC-ის ცნობით, სასწარაფო ევაკუაციის მიზეზი ალბერტას პროვინციაში, ქალაქ ფორტ მაკ მერიში გავრცელებული ხანძარია.
დედაქალაქის ცენტრალური ქუჩების უმეტესობა პარალიზებულია. როგორც guardian.ge-ს კორესპონდენტი იუწყება, მოძრაობა შეზღუდულია „შერატონ მეტეხი პალასის“ მიმდებარე ტერიტორიიდან. სატრანსპორტო კოლაფსია მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებსა და გმირთა მოედანზე.
აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები ილჰამ ალიევი და სერჟ სარგსიანი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ერთმანეთს შეხვდნენ. როგორც BBC იუწყება, მოლაპარაკებები ეუთო-ს მინსკის ჯგუფის შუამავლობით შედგა და ეს აპრილის დასაწყისში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების ესკალაციის შემდეგ მათ შორის გამართული პირველი შეხვედრა იყო.
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს სამუშაო ვიზიტად საბერძნეთის რესპუბლიკას ეწვევა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს მილსადენის (TAP) პროექტის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში, რომელიც თესალონიკში გაიმართება.
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" საარჩევნო სიის ნაწილი წარადგინა. საარჩევნო სია საზოგადოებას პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ გააცნო.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამ ინფორმაციას ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ავრცელებს.
"დღეს ბიძინა ივანიშვილმა მოსამართლე ბუგიანიშვილის ხელით 35 წელი მიუსაჯა უდანაშაულობას" - აღნიშნული განცხადება "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
საქართველოს მთავარი პროკურატურა ე.წ. კაბელების საქმეზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 4 102 872 ლარის გაფლანგვაში ბრალდებული თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი დამნაშავედ სცნო.
კონგრესი ოჯახის შესახებ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოპოვება კაცობრიობისა, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მე-10 მსოფლიო საოჯახო კონგრესზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.