საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი აზერბაიჯანში, საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალში მონაწილეობს.
ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი საზოგადოების კონსენსუსის სათავეა და ეს განსჯის საგანი აღარ უნდა გახდეს, - წერს საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე.
ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის დეიმონ უილსონის აზრით, ნატო-ს ვარშავის სამიტზე არსებითი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. როგორც უილსონმა ”ამერიკის ხმის” ქართულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა, შეერთებული შტატების პოზიცია უცვლელი რჩება და ის მხარს უჭერს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, თუმცა ვარშავის სამიტზე არსებითი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.
სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ”ბოევიკებმა” თავდასხმის შედეგად ერთ-ერთ საავადმყოფოზე კონტროლი და დაამყარეს იქ მყოფები მძევლად აიყვანეს.
ევროკომისიამ ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს საქართველოსთვის, უკრაინის, თურქეთისა და კოსოვოსთვის უვიზო მიმოსვლის ”სწრაფი შეჩერების მექანიზმის” დაწესების თაობაზე წინადადებით მიმართა.
სამართალდამცველებმა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ალექსანდრე ბ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში, კახეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
დიახ, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დღევანდელმა ყრილობამ დატოვა შთაბეჭდილება, რომ ეს გახლდათ მმართველი პარტიის ადმინისტრაციული რესურსის წინასაარჩევნო შეკრება, ანუ წინასაარჩევნოდ „ადმრესურსის“ მობილიზაციის რეპეტიცია, რომელიც „კომპარტიულ–კომკავშირულ“ ატმოსფეროში ჩატარდა და ერთ საათში ზარ–ზეიმით დამთავრდა!
ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება არ მიიღოს მონაწილეობა ბიძინა ივანიშვილმა სიის ჩამოყალიბებაში და რატომ შეიძლება ეს შეკითხვა გაჩნდეს, - აღნიშნული განცხადება ნოდარ ჯავახიშვილმა ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ყრილობის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პარტია ”ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ახალ წევრებს არ იცნობს და მათ შერჩევაში მონაწილეობა არ მიუღია.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ახალი პარტიის შექმნას არ აპირებს და მომავალ არჩევნებზე ”ქართული ოცნების” მხარდამჭერას გეგმავს, თუმცა საარჩევნო სიაში არ იქნება. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ”ქართული ოცნების” ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.