ლონდონს ახალი მერი ჰყავს. პირველად ქალაქის ისტორიაში დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის მერად მუსლიმი აირჩიეს. ამ ფაქტს მსოფლიო მედიაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. Guardian.ge გთავაზობთ ლონდონის ახლად არჩეული მერის, პაკისტანიდან ლონდონში ემიგრირებულ ოჯახში დაბადებული სადიყ ხანის მოკლე ბიოგრაფიულ ცნობებს; მისი საარჩევნო პროგრამის ძირითად მიმართულებებს და მსოფლიო მედიის და პოლიტიკოსების რეაქციას ლონდონის მერად მის არჩევასთან დაკავშირებით.
ბოტანიკური ბაღის საზღვრების კორექტირება კანონის სრული დაცვით მოხდა, - აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა. მან რუკა წარმოადგინა და აღნიშნა რომ ბოტანიკური ბაღის 97 ჰექტარი ტერიტორია 2007 წლიდან დღემდე ბიძინა ივანიშვილმა გადაარჩინა.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა განაცხადა, რომ ქვეყანა არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს თუ მის სუვერენიტეტს საფრთხე არ დაემუქრება. ამის შესახებ BBC ჩრდილო კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდობით წერს.
კანადის პროვინცია ალბერტაში გასულ კვირას ტყეში გაჩენილი ხანძარი, რომელიც უზარმაზარ ტერიტორიაზე გავრცელდა, კვლავ იზრდება და შესაძლოა მეზობელ სასკატჩევანს მიაღწიოს. ამის შესახებ BBC კანადის ოფიციოზზე დაყრდნობით წერს.
თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საპარლამენტო უმრავლესობის წევრს თამაზ მეჭიაურს მიმართავს, განმარტოს სად და როდის გახიზნა მან შვილები. აღნიშნულის შესახებ თინა ხიდაშელი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საკრებულოს დეპუტატ ალეკო ელისაშვილს 250 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.
ახლადარჩეულმა ლონდონის მერმა სადიყ ხანმა საუსვორკის ტაძარში ცერემონიალზე, რომელსაც ლეიბორისტების ყოფილი ლიდერი ედ მილიბანდი და ბარონესა დორენ ლორენსი ესწრებოდნენ, ფიცი დადო და განაცხადა: „მზად ვარ თავდაუზოგავად ვემსახურო ყველაზე მეტად გამჭვირვალე, ჩართულ და ხელმისაწვდომ ადმინისტრაციას და როგორც ლონდონის მერი ვიყო საზოგადოების თითოეული წევრის და ქალაქის ყველა ნაწილის წარმომადგენელი.“
შინაგან საქმეთა სამინისტრო ”პანორამა თბილისის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებულების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
კულტურის სამინისტროში დღეს მიხეილ გიორგაძემ ბრიფინგი გამართა,სადაც ”მისი და მისი გუნდის მიმართ დისკრედიტაციის კამპანიის შესახებ” ისაუბრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.